მცხეთის მუნიციპალიტეტის ძეგლები

აბულეთი

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მის დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ ძეგვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აბულეთის ბორცვზე, მდინარე ხეკორძულას მარჯვენა შენაკადის, ე.წ. ზარიძეების წყლის სათავესთან, ადგილ ნაბაღრებში. კომპლექსის შემადგენლობაში შედის შემდ...

აგურის საყდარი

აგურის საყდარი მდებარეობს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სამხრეთით 3-4 კმ-ზე, ხშირტყიანი მთის ფერდობზე. შედგება ორი ნაგებობისაგან: მცირე დარბაზული ეკლესიისა და მასზე ჩრდილოეთიდან მიშენებული სამეკლესიანი ბაზილიკისგან. დარბაზული ეკლესია (5,6X3,5 მ) ადრინდელ ფეოდალუ ხანას მიეკუთვნება. ...

ანტიოქია

        ანტიოქია, წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია, დგას მცხეთაში მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან. იგი ერთერთი უძველესია მცხეთაში.როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მე...

არმაზის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

          არმაზის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთის რკინიგზის სადგურიდან ორიოდე კილომეტრში.  კომპლექსი XII საუკუნის II-ნახევარს მიეკუთვნება. გარდა ეკლესიისა არის საძველე და სამრეკლო.  ...

არმაზის ციხე

         არმაზის ციხე მდებრეობს არმაზისხევის სათავესთან, მცხეთის რკინიგზი სართულიდან ორიოდე კილომეტრში. ციხე დგას მაღალ, მიუვალ კლდოვან ქედზე, სტრატეგიულად საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილას. ციხე XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი შედგება გალავნისა და კოშკე...

არმაზისხევი, საველე მუზეუმი

         არმაზისხევი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრში, საავტობილო გზის პირზე მარჯვენა მხარეს. აქ შექმნილია საველე მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია გათხრილი სამარხები, აბანოები, ასევე სხვა ნაგებობები. წარმოდგენილი მასალები ახ. წ. I საუკუნი...

არმაზციხე (ბაგინეთი)

         არმაზციხე არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს მცხეთა-თბილისის გზატკეცილზე... არმაზციხეს ადგილობრივები ბაგინეთს უწოდებენ. მის აშენებას ისტორიკოსები ქართლოსს მიაწერენ. სახელწოდება არმაზციხე კი დაკავშირებულია კერპ არმაზთან, რომელიც მეფე ფარნავაზ...

ბებრის ციხე

      ბებრის ციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტისციხეს უწოდებს. ციხე-სიმაგრის საერთო ფართი დაახლოებით 1500 კვ.მ-ია შიდა ეზოსი კი 600 კვ-მეტრი. იგი კეტავ...

ბზიანა

ბზიანის კომპლექსი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ტყეში. კომპლექსში შედის სამი ეკლესია და გალავნის ნაშთები. ამათგან ყველაზე ძველია დასავლეთით მდგარი ეკლესია, რომელიც VIII-საუკუნით თარიღდება. იგი დარბაზული ტიპისაა,  ნაგებია ქვიშაქვით. სხვად...

ბორას(ბოძის) საყდარი

ბორას საყდარი მდეობარეოს სოფელ ძეგვში, მდინარე ძეგვისწყლის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ გორაზე. სტილისტური ნიშნებით ტაძარი X-საუკუნით თარიღდება. ლეგენდის მიხედვით ტაძრის მაშენებლები, სასმელ-საჭმელს დიდ ორმოში ინახავდნენ, ამ ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა, ეს დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, ჩა...