არმაზისხევი, საველე მუზეუმი


galerea



aRwera

         არმაზისხევი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრში, საავტობილო გზის პირზე მარჯვენა მხარეს. აქ შექმნილია საველე მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია გათხრილი სამარხები, აბანოები, ასევე სხვა ნაგებობები. წარმოდგენილი მასალები ახ. წ. I საუკუნიდან - შუა საუკუნეებით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრები ამ ადგილებში ორჯერ ჩატარებულა, 1937 და1946 წლებში. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, ნაწილი წარმოდგენილია ადგილზე, ხოლო ნაწილი სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
       არმაზისხევში ნაპოვნია ე.წ. არმაზის ბილინგვა, ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად - არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით. ტექსტი ამოშიფრა გ. წერეთელმა (1941). ტექსტის ქართული თარგმანი ასეთია: ბერძნული ვარიანტი: „სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა.“ არამეული ვარიანტი: „მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა.“
       გათხრების შედეგად ძირითადი უბნის შუა ნაწილში აღმოჩნდა ერისთავთა (პიტიახშთა) მდიდრული საფლავები. მის გარშემო კი II-III საუკუნეების ღარიბული სამარხები. ერისთავთა საძვალეში ნაპოვნი იქნა მთლიან კვეთილი ორი სარკოფაგი, ერთი ბანური ტიპის გადახურვის, ხოლო მეორე ორფერდსახურავიანი. ორივე სარკოფაგი აგებულია დამუშავებული ფილაქვებით. კედლისა და სახურავის ფილები მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული რკინის სამაგრებით, რომელთა ბოლოებიც ტყვიით იყო ჩადუღაბებული. ნაწიბურები კი კირით ამოლესილი. იატაკი მოპირკეთებული იყო კერამიკული ფილებით. აღმოჩენილ სამარხებში იყო შემთხვევა, რომ მიცვალებული ძველბი ვერცხლის ჭურჭელზე დაბრძანებული უპოვიათ. ამ შემთვევაში საქმე გვაქ მეორედ დაკრძალვასთან. სამარხებში აღმოჩნდა ვერცხლის სარეცლები, რომლებზეც ყოფილა მიცვალებული დასვენებული. ერისთავთა სამარხები ინდივიდუალურია, ხოლო ღარიბების სამარხები გვხდება ჯგუფურიც.
        პიტიახშთა საფლავებში აღმოჩნდა უამრავი ნივთები, მათი საზეიმო სატვერები, სამკაულები, ბეჭდები, ფულის მონეტები, მხედრისა და ცხენის მოსართავები, ფეხსაცმლის ნაშტები და ა. შ. სხვადასხვა ნივტები აღმოჩენილია ასევე ღარიბთა საფლავებშიც, მაგრამ ისინი ისეთივე ძვირფასები არაა როგორც ერისთავების, თუმცა დიდა წააგავს პიტიახშთა ნივთებს.
        არმაზისხევში აღმოჩენილია აბანოებიც, ამჟამად იგი გადახურულია რკინის კონსტრუქციებით. აბანო იყო ორსართულიანი, ამავე დროს ცხელი, თბილი და ცივი. პირველი ოთახი წარმოაგდენდა გასხდელს, მეორე ოთახი იყო საცეცხლური ხოლო შემდეგ ცხელი აბანო. აუზები დამუშავებული ყოფილა წყალგაუმტარი სითხით. ჭერს ქვედა სართულიდან შეყენებული ჰქონია მრგვალი აგურით გაკეთებული სვეტები, ხოლო შემდეგ თიხი ფილებით ყოფილა დახურული. აბანოს ქონდა ნახმარი წყლის გამოსასველი, რომელიც მტკვარში ჩადიოდა. აქ ასევე ყოფილა ორი ცივი წყლის წყალსადენი. ერთი სამხრეთიდან, ხოლო მეორე სამხრეთ-დასავლეთიდან მოემართებოდა.
         ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა მარანიც. ასევე აღმოჩენილია საკულტო სამარხები სადც ნაპოვნია შავად შეღებილი თიხის ქილები. ერთერთ მათგანში აღმოჩნდა ფრინველის ჩონჩხი.