Cvens Sesaxeb

ვებ-გვერდი www.novators.ge 2009 წელს დააფუძნა ანზორ მჭედლიშვილმა, აღნიშნული პერიოდისათვის ეს იყო უნიკალური და ერთერთი პირველი საშუალება ინტერნეტში მსგავსი ინფორმაციის მოძიების. მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო ახალი, გამორჩეული პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ინფორმაცია ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ. გვერდის პირველი ვერსია გაეშვა 2009 წელს, ამჟამინდელი საიტი არის უკვე მეოთხე ვერსია. პროექტი ტექნიკურად და პროგრამულად გამართულია ანზორ მჭედლიშვილის მიერ. ვებ-გვერდზე გაშვებისთანავე მუშაობდნენ ლელა მარგიანი, ნიკოლოზ ბერიძე და ვასილ ჭიჭაღუა, აღნიშნულ გუნდს მოგვიანებით შემოურთდნენ ახალგაზრდა მეცნიერ მკვლევარები, როგორებიც არიან: გიორგი მაღრაძე (ისტორიკოსი, მესხეთის დიდი მოამაგე), ნიკოლოზ ჟღენტი (ისტორიკოსი, მკვლევარი, ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი), ლევან წიქარიშვილი (ტაო-კლარჯეთის კვლევის პროფესიონალური ჯგუფის უფროსი, ისტორიკოსი, მკვლევარი, ფოტოგრაფი, ტურიზმის სპეციალისტი), გურამ ხარშილაძე(მკვლევარი, ფოტოგრაფი, ისტორიული ძეგლების ჯგუფის მკვლევარი), არჩილ მაისურაძე(ისტორიკოსი, მკვლევარი, ფოტოგრაფი). 2019 წლიდან www.novators.ge წარმოადგენს აიპ "კულტურული მემკვიდრეობისა დაცვისა და კვლევის ცენტრის" ძირითად პროექტს, აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ანზორ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ ბერიძე, ვასილ ჭიჭაღუა. საიტზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რამდენიმე გზით, ეს არის მხარეების და მუნიციპალიტეტების, ძეგლის ტიპის, საკვანძო სიტყვით, ანბანის მიხედვით. აგრეთვე ყველა ისტორიულ ძეგლის გვერდზე ჩაშენებულია რუკაც, რომლის მიხედვითაც მსურველი ძალიან მარტივად მივა ამა თუ იმ ობიექტზე. რუკის გამოყენება ნებისმიერი სმარტფონითაც. ვებ-გვერდზე სისტემატიურად ხდება როგორც ინფორმაციების დამატება აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური დეტალების გამართვა. პროექტი ფუნქციონირებს მხოლოდ საკუთარი ფინანსური სახსრებით. ჯგუფის ყველა წევრი უზომოდ არის შეყვარებული საქართველოზე, მის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე. საიტზე განთავსებული ობიექტები პირადად გვაქვს ნანახი და ადგილზე შესწავლილი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ სხვა ადამიანებსაც, განსაკუთრებით კი მომავალ თაობას. ამ მიზნის განხორციელების ერთერთი კარგი საშუალებაა ვებ-გვერდი და მასზე ინფორმაციის განთავსება. დღესდღეობით ჩვენ სისტემატიურად ვატარებთ კვლევით გასვლებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებს და სხვა ღონისძიებებს და ამაში ბევრი ადამიანია ჩართული, მაგრამ ჩვენი სურვილია ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური, ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი და უფრო ბევრმა ადამიანმა მოინახულოს საქართველო. მართალია ბევრი რამ კეთდება საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლებისათვის, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი ძეგლი არის შესასწავლი, ბევრ ძეგლს სჭირდება რესტავრაცია, გამაგრება, ასევე ძალიან დიდ პრობლემად იქცა ვანდალიზმი, შავი არქეოლოგია, გარემოს დაბინძურება. ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ პრობლემებზე მუშაობს შესაბამის სამეცნიერო თუ სამთავრობო წრეებში. რაც შეეხება ინფორმაციებს, რომელიც არის განთავსებული საიტზე, იგი არის მოძიებული სხვადასხვა წყაროებიდან და საიტზე განთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეს ინფორმაციები გახდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ არანაირად არ ვუგულველყობთ ნაშრომების ავტორების უფლებებს. ამრიგად ჩვენი და ჩვენი საიტის უპირველესი მიზანი არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების გაცნობა და საზოგადოების ფართო წრეების დაინტერესება დაინტერესება. ვებგვერდის ტექნიკურად გამართვისათვის გაწეული დახმარებისათვის დიდ მადლობას ვუხდით სტუდია "web developer-ს", მერაბ ჩიკვაიძეს და ვანო მიტიჩაშვილს.