არმაზის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია


galerea



aRwera

          არმაზის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთის რკინიგზის სადგურიდან ორიოდე კილომეტრში.  კომპლექსი XII საუკუნის II-ნახევარს მიეკუთვნება. გარდა ეკლესიისა არის საძველე და სამრეკლო.
       ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. იგი აგების თანავე მოუხატავთ, ამჟამად მხატვრობა ძლიერ დაზიანებულია, და ფრაგმენტები შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველში და დასავლეთის კედელზე.
      საძვალე მდებარეობს ტაძრის ჩრდილოეთით დგას. იგი ნაგებია ძირითადად ნატეხი ქვით. ასევე, აგურით, რომელიც მხოლოდ დეკორატიული მიზნებით არის გამოყენებული. საძვალეს შესასველის თავზე იყო ფილა. ამ ფილაზე მოხსენიებულები იყვნენ მისი ამშენებლები. აქედან გამომდინარე იგი 1150-78 წლებით თარიღდება. ამჟამად ეს ფილა სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
       სამრეკლო დგას ტაძრის დასავლეთ მხარეს. იგი შედარებით გვიანდელია და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. სამრეკლო ორსართულიანია. სავარაუდოა, რომ ქვედა სართული გამოიყენებოდა სათავსოდ.