ოღონდაანთ საყდარი


galerea



aRwera

ოღონდაანთ საყდარი, არქიტიტექტორული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილოეთით, დაახლოებით 1,3 კმზე (პირდაპირი ხაზით) ტყეში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია მცირე ზომისაა (4.1მX2.8 მ). დგას ძლიერ დაქანებული ფერდობის პირას. ისე, რომ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლები ფერდობს გადაჰყურებს. სამხრეთით და დასავლეთით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სწორია. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის, ქვიშაქვის ნატეხი ქვით. ქვა ფორმისა და ზომის მიხედვით არ არის შერჩეული, რის გამოც წყობა ქაოსურია. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში გაჭრილია მცირე ზომის, გარეთკენ. შევიწროებული სარკმელი, რომელიც ბრტყლადაა გადახურული და თარაზული ძირი აქვს. სარკმლის აქეთ-იქით კედელში, კვერცხის მოყვანილობის, მცირე ზომის, თითო თიხის ჭურჭელია ჩადგმული. სარკმლის ქვემოთ კი. მთლიანი ქვის (სიმაღლე – 80 სმ) ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას. აფსიდი კონქითაა გადახურული. კონქის თაღი შეისრულია, შეისრულია კამარაც. ეკლესიის ფასადებიდან მნივნელოვანი დანაკარგების გარეშე, მხოლოდ დასავლეთის ფასადია შემორჩენილი. ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთ ბოლოში, შემორჩენილია. კედლის სიბრტყის მიმართ ოდნავ გადმოშვერილი ორი თხელი ქვა, რომლებიც შესაძლოა ლავგარდანს ეკუთვნოდეს. შენობა, როგორც ჩანს, ქვის ფილებით იყო გადახურული.