შავი მინდორი (ქვემო პირუკუღმარი)


galerea



aRwera

პირუკუღმარის მთაში ქვაბთა ორი ჯგუფია. მათგან ერთი ბაიდის ხევშია. ნასომხარად წოდებული ადგილის მახლობლად. ხოლო მეორე – ქვემოთ, გაილად წოდებულ ადგილზე, სადაც უძველესი მეუდაბნოეობის დროის მცირე ქვაბების ფრაგმენტებია შემორჩენილი. მათ შორის ერთი მიუდგომელია. ქვაბთა ამ ჯგუფში ეკლესია არ დასტურდება. ამჟამად შემორჩენილია 4 ქვაბის ნაშთი, აქედან სამში შესვლა შესაძლებელია, ქვაბები გამოკვეთილია ნაშალ ქანებში, ამიტომ პირვანდელი სახე წაშლილია. ამჟამად აღნიშნულ ქვაბებში, ნალესობის ან სხვა დეკორატიული გაფორმების კვალი არ შეიმჩნევა.