არმაზციხე (ბაგინეთი)


galerea



aRwera

         არმაზციხე არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს მცხეთა-თბილისის გზატკეცილზე... არმაზციხეს ადგილობრივები ბაგინეთს უწოდებენ. მის აშენებას ისტორიკოსები ქართლოსს მიაწერენ. სახელწოდება არმაზციხე კი დაკავშირებულია კერპ არმაზთან, რომელიც მეფე ფარნავაზმა მთავარ ღვთაებად გამოაცხადა. მცხეთის დედაქალაქობის პერიოდში მას საკმაო მნიშვნელოვანი ფინქცია ჰქონდა და იგი წარმოადგენდა ქალაქის დედაციხეს.  მოგვიანებით, როდესაც დედაქალაქი თბილისი გახდა, არმაზციხემ თავისი მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო 735-736 წლებში იგი არაბებმა დაანგრიეს.
         ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ჯერ კიდევ XIX -საუკუნის ბოლოს, ილია ჭავჭავაძის, დ ბაქრაძის და ი. ოქრომჭედლიშვილის დაფინანსებით. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ასევე 1975 წელს, ამ დროს აღმოჩენილი ნივთიერი მასალა სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ხოლო აღმოჩენილი ძეგლები დაკონსერვებულია. ძეგლი ბოლომდე შეუსწავლელია და გათხრები დღესაც მიმდინარეობს.
         არმაზციხეზე მიკვლეულია სამი კულტურული ფენა. I-ფენა მიეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს. II ფენა ძვ. წ. II – I საუკუნეებს, ხოლო III-ფენა მიეკუთვნება  ახ. წ. I-საუკუნიდან მცხეთის დედაქალაქობის დასრულებამდე. ასევე გამოვლინდა მშენებლობის ორი პერიოდი. პირველი - ძვ. წ. IV-III საუკუნეებს მიეკუთვნება. ამ პერიოდში სამშენებლო მასალად გამოყენებულია: ქვათლილი, აგური, ალიზი, დურაბი არ არის გამოყენებული. მშენებლობის მეორე პერიოდია ძვ. წ. III საუკუნედან, წისა პერიოდიდან განსხვავებით უკვე გამოყენებულია დუღაბი.
         ქალაქს ჰქონდა გალავანიც, რომლის სიგრძე დაახლოებით 3 კმ-ია. ნაქალაქარში სხვადასხვა ნაგებობებია. მათში ყველაზე მასშტაბურია ბურჯებიანი დარბაზი, რომელიც პირველ პერიოდს მიეკუთვნება. ამ დარბაზში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიკვლეულია ბათქაში კვალი. დარბაზის გათხრებისას უამრავი ნივთი აღმოჩნდა. მათში ყველაზე მნიშვნელოვანია ძვლის მოჩუქურთმებული ფირფიტა, რომელიც პართული კულტურის ნიმუშს წარმოადგენს. ეს დარბაზი დიდად ჰგავს თალ-ჰალაფის სასახლეს, რომელიც აღმოჩენილია სომხეთში.
         შიდა ციხეში აღმოჩენილია მარანიც, სადაც შემორჩენილია ერთ დონეზე ჩამწკრივებული ქვევრები. ქვევრების ძირზე აღმოჩნდა ნალექი, საფერავის ჯიშის ღვინის ქვის მჟავა.
         ნაქალაქრში ყოფილა აბანოც, რომელიც ამჟამად ლითონის კონტრუქციით არის გადახურული, იგი მიეკუთვნება მესამე კულტურულ ხანას. აბანო ანალოგიურია არმაზისხევის აბანოებისა. არის სამი სახის აბანო ცხელი, თბილი და ცივი. პირველი ოთახი იყო გამოსაცვლელი, შემდეგ სათავსო და საცეცხლური, ხოლოდ შემდეგ ცხელი, თბილი და ცივი აბანოები. აბანო ორსართულიანი ყოფილა და გათბობის სისტემა იყო ქვედა სართულზე, ხოლო ზედა სართული იდგა მრგვალი აგურის ბოძებზე. იატაკი კი თიხის დიდი ფილებით ყოფილა გაკეთებული.
         ციხის-გალავნის უმაღლეს ადგილას  დგას ქვათლილებით ნაკეთი, მრავალწახნაგოვანი შენობის ფრაგმენტი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ადგილას იდგა არმაზის კერპი.
         გათხრილი ფენებიდან აღმოჩენილია წითლად შეღებილი კრამიტი და იმ დროინდელი შენობები სწორედ ასეთი სახი კრამიტით ყიფოლა გადახურული, აღმოჩენილია, როგორც ღარიანი კრამიტი, ისე ჩვეულებრივი.
        არმაზციხის ნაქალაქარი უდიდესი და ერთერთი უძველესი კულტურული ძეგლი საქართველოში. იგი მსგავსია ურარტუსა და აქემენიდთა ირანის სესის, პერსეპოლისის სათავდაცვო ნაგებობებისა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ესოდენ დიდი მნიშვნელობის მქონე ძეგლი დღეს საკმაოდ უყურადღებოდ არის და დაუცველია.