განსაშორი (ვერანგარეჯა)


galerea



aRwera

დავითის ლავრის სამხრეთ აღმოსავლეთით, უდაბნოს ქედის გაგრძელებაზე, ხეობაში, მდებარეობს ვერანგარეჯის კომპლექსი. მასში შედის ეკლესია და ბერთა სენაკები. ეკლესია გუმბათოვანია, ჯვრული გეგმის. ჯვრის სამი მკლავი მოკლეა, სწორკუთხა. მეოთხე, აღმოსავლეთისა კი ღრმაა და ნახ-ევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ჯვრის მკლავები ისეა გამოკვეთილი, რომ ისინი ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. შევიწროებულია თავად ცენტრალური სივრცეც. იგი დასრულებულია ბრტყელი ჭერით რომელშიც წაკვეთილი კონუსის ფორმის გუმბათია გამოკვეთილი. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ გვერდებზე ჩამოსაჯდომი მერხია. საკურთხეველში, სამხრეთით, ერთი სარკმელია. ტრაპეზი კედელზე კი არ არის მიდგმული, არამედ წინ არის წამოწეული.დარბაზისა და საკურთხევლის იატაკი ერთ დონეზეა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა (ჩამონგრეულია).  ეკლესია შელესილი და მოხატული იყო. ეკლესიის გვერდით, ბერთა საკრებულოს ფართო ქვაბია. ბრტყელი სახატე ნიშებით აღმოსავლეთ კედელში. მათგან ერთ-ერთში X საუკუნის ფრესკული ხატია „ღვთისმშობელი ჩვილით“. ეკლესიასთან ახლოს საცხოვრებლის და კარიბჭის ფრაგმენტია წყალსაცავის მოწყობილობით. ეკლესიის ქვემოთ კლდეში ნაკვეთი საჯინიბოა. კომპლექსში მიწით ამოქოლილი გვირაბია. კომპლექსის ცენტრიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, სამქაბიანი ჯგუფია – სალოცავი ნიშა საკურთხევლით. აქვე ხევის ბოლოში კიდევ ერთი სენაკია, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ნიშა-საკურთხეველია, ხოლო ზურგის კედელთან განიერი საწოლია გამოკვეთილი. კომპლექსი მთლიანად მეუდაბნოეობის ხანისაა და მასში წამებულისა და საბერეების კომპლექსების მსგავსად არც ერთი ქვიტკირის ნაგებობა არ არის.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოებიანზორ მჭედლიშვილის

წყაროსაქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 1-III