ეკლესია


galerea



aRwera

ეკლესია, არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს უჯარმის ციხე-დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 0.5 კმ-ზე. მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას, ტყიანი მთის კონცხზე. ეკლესია ორნავიანია (9,1X6,9 მ) საშენი მასალის სახეობით და წყობის ხარისხით აშკარადაა გამიჯნული ორი ძირითადი სამშენებლო ფენა. თავდაპირველი ფენ,ა რომელიც სავარაუდოდ ადრინდელ შუა საუკუნეებს უნდა უკავშირდებოდეს, არსებითად მხოლოდ აღმოსავლეთ კედელს შემორჩა – დაახლოებით 2.5-3 მ სიმაღლის მონაკვეთი (დანარჩენი. კედლებიდან, მიწის ზემოთ, ამ ფენის მცირე ნაწილი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ბოლოებშიც შეიმჩნევა). იგი გამოყვანილია წესიერი მოყვანილობის ერთმანეთს კარგად მორგებული ქვიშაქვის ქვების სწორხაზოვანი რიგებით, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში პირობითად „უჯარმულ წყობას“ უწოდებენ. კედლის დანარჩენი ნაწილი სრულიად დაუმუშავებელი, შემთხვევითი ფორმის. ნატეხი ქვიშაქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები, რომელიც სიმაღლეში სხვადასხვა პერიოდის, ორ მონაკვეთად იყოფა. კედლის ქვედა ნაწილი. (სიმაღლე – დაახლოებით 2 მ.) მომრგვალებულია და თითქმის საკურთხევლის შიდა მოხაზულობას იმეორებს, ზედა, გვიანდელი ნაწილი კი ბრტყელია. ნაწილებს შორის ფორმათა სხვადასხვაობის გამო, კედლის ზედა ნაწილის ჩრდილოეთ კუთხე ქვედას მიმართ, დაახლოებით 1 მეტრითაა გადმოშვერილი (კედლის სამხრეთ ნაწილი გადმონგრეულია და მისი გადაწყვეტა არ ჩანს).

ეკლესიის ამჟამინდელი გეგმა ორიგინალური არ არის. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით ჩანს, რომ თავდაპირველად აქ მდგარა. გეგმით სწორკუთხა, მოზრდილი ზომის (სიგანე – 69 8. სიგრძე – გათხრა გასუფთავების გარეშე არ დგინდება). ნალისებრაფსიდიანი, დარბახული ეკლესია, რომელიც დანგრეულა და მოგვიანებით (სავარაუდოდ განვითარებულ შუა საუკუნეებში) აღუდგენიათ, მაგრამ არა პირვანდელი სახით. სიგრძეში ეკლესია რამდენადმე დაუმოკლებიათ, ინტერიერის სამხრეთ ნახევარში, მთელ სიგრძეზე (აფსიდის ჩათვლით), ჩაუშენებიათ სამი თაღოვანი მალით გახსნილი კედელი და შიდა სივრცე ორ ნავად გაუყვიათ. მათ შორის ჩრდილოეთის, თითქმის ორნახევარჯერ უფრო განიერია ვიდრე სამხრეთის. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ნავი სამხრეთ ნავთან შედარებით. გაცილებით მაღალიცაა და ორკალთა სახურავითაა დასრულებული. სამხრეთ ნავის სახურავი კი – ცალკალთაა.

ეკლესია მოგვიანებით (როგორც ჩანს გვიან შუა საუკუნეებში) შეუკეთებიათ. ამ დროსაა აღდგენილი ჩრდილო-დასავლეთ კუთხე და დასავლეთ ფასადის ჩრდილოეთ ნაწილი. ამჟამად დასავლეთის ფასადს, არსებული და აღდგენილი ნაწილების საზღვარზე, მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარი აუყვება. თავდაპირველი ნაგებობის კედლების უმეტესი ნაწილი მიწითაა დაფარული. ჩამოშლილია ორივე ნავის სახურავის საფარი და ალაგ-ალაგ – კამარებიც. მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. თითქმის მთლიანად არის ჩამოშლილი სამხრეთ ნავის სამხრეთ კედლის საპირე წყობა. დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადები დაახლოებით 1.2 მეტრის სიმაღლეზე, მიწითაა დაფარული. ინტერიერში იატაკის დონე მნიშვნელოვნადაა აწეული.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კარს გარეთა გადახურვა: ჩამოშლილი აქვს. შიგნიდან, როგორც ეს კედლის შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს, თარაზულად იყო გადახურული. დასავლეთ კარი ორივე მხრიდან ოთხკუთხაა. გარედან იგი თხელი, არაწესიერი ფორმის, ქვიშაქვის მთლიანი ქვითაა გადახურული. შიგნიდან კი – ხის ძელებით.

აღმოსავლეთ ფასადის გარდა, შენობის ნაწილების ქრონოლოგია აფსიდშიცაა გამოხატული. აფსიდის კედელი, მხრებთან ერთად, დაახლოებით 1,5 მ სიმაღლეზე თავდაპირველ ფენას ეკუთვნის. ზედა ნაწილი კი გვიანდელია.

ამ ნაწილშია გაჭრილი დაბალი, გარეთკენ შევიწროებული სარკმელი, რომელიც ბრტყლადაა გადახურული და ოდნავ დაქანებული ძირი აქვს. სარკმლის ჩრდილოეთით მცირე ზომის. კვადრატული ფორმის ნიშაა, რომელიც ასევე. გვიანდელ ნაწილშია მოქცეული. აფსიდი გადახურულია ძლიერ დადაბლებული პროპორციების კონქით, რომლის თაღი თითქმის სამკუთხა ფორმისაა. მსგავსი ფორმისაა კამარაც.

საკურთხევლის სარკმლის გარდა, ჩრდილოეთ ნავს კიდევ სამი. ბრტყლად გადახურული სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი – დასავლეთ კედლის შუაშია გაჭრილი, ორი – სამხრეთ კედელში, რომლებიც სამხრეთ ნავის სახურავის თავზე გადის. ნავის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებს სამოციოდე სმ-ის სიმაღლის ხარისხი გაუყვება. ნავის დასავლეთ ნახევარში მოზრდილი ქვევრია ჩაფლული (გამოჩნდა ნავის ჩრდილოეთ ნაწილის ნაწილობრივი გასუფთავების შედეგად).

ნავების დამაკავშირებელი თაღები სამ ოთხკუთხა ბურჯზეა გადაყვანილი, რომელთა შორის დასავლეთისა შესაბამის კედელზეა მიყრდნობილი, აღმოსავლეთისა კი კედლიდან დაახლოებით 1.5 მეტრის მანძილზეა. თაღები ნახევარწრიული ფორმისაა. მათ ქუსლებთან გამოყოფილია ქვიშაქვის დაბალი. მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) მქონე იმპოსტები. აღმოსავლეთ თაღი, დანარჩენ თაღებთან შედარებით, ოდნავ უფრო განიერია და მაღალი. ამ თაღის მეშვეობით სამხრეთ ნავიდან ჩრდილოეთ ნავის აფსიდში ვხვდებით. თვით თაღის დასავლეთ ქუსლი ნავების გამყოფ ბურჯზეა დაყრდნობილი, აღმოსავლეთ ქუსლი კი აფსიდის კედელს ერწყმის.

სამხრეთ ნავი ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომელთა შორის აღმოსავლეთის რამდენადმე ვიწროა და ოდნავ უფრო დაბალი. მათ შორის საზღვარი თავდაპირველი ეკლესიის აფსიდის მხრების ხაზზე გადის. ორივე ნაწილი გადახურულია ცალ-ცალკე კამარით. აღმოსავლეთ ნაწილის კამარა დასავლეთ ნაწილის კამარისგან გამოყოფილია ნახევარწრიული თაღით, რომლის ერთი ბოლო თავდაპირველი ეკლესიის. სამხრეთ მხარზეა დაყრდნობილი, ხოლო მეორე - ნავების გამყოფ კედელზე. ამავე. კედელზეა დაყრდნობილი ნავის დასავლეთ მონაკვეთის კამარაც, ოღონდ მისი ქუსლი, 20 სმ-ით, კედლის სიღრმეშია შეჭრილი. ამის გამო, კამარის ქუსლის დონეზე, მთელ სიგრძეზე საფეხურია შექმნილი.

ეკლესიის შემორჩენილი კედლები გარედან სადაა, მოკლებულია დეკორატიულ სამკაულს. ჩრდილოეთ ფასადის ქვედა ნაწილში კარგად მოჩანს  თავდაპირველი ეკლესიის შესაბამისი კედლის მცირე ნაწილი. რომელიც მასზე დაშენებულ კედელთან სხვა სიბრტყეშია. ამავე ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში, შემორჩენილია წყობიდან გადმოშვერილი ქვიშაქვის ერთი თხელი ქვა(ლავგარდნის ნაწილი?).

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ზედაპირულად ფიქსირდება ნასახლარების კვალი. ძალზედ საინტერესოა როგორც არქიტიტექტორული ისე არქეოლოგიური თვალსაზრისითაც ხუროთმოძღვრული ნიშნებით ეკლესიის თავდაპირველი. ფენა, სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასლის ეპოქას უნდა უკავშირდებოდეს (V საუკუნის II ნახევარი). შესაძლოა იგი ეკუთვნოდეს იმ ეკლესიას, რომელიც მატიანეს მიხედვით მეფე ვახტანგის ერთ-ერთ მოწოდებაშია ნახსენები. მატიანეს მიხედვით. საქართველოში სპარსეთის ლაშქრის შემოჭრის დროს, მეფე კათალიკოს პეტრეს ასე მიმართავს - „დადეგ ეკლესიასა შინა. რაჟდენ წმიდისასა, რომელ არს პალატსა შინა უჯარმოსასა რომელი აღმიშენებია". ე. ი. სასახლის. ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე. კ. მელითაური. ქართლის ცხოვრების მარიამისეულ ნუსხაზე დაყრდნობით, რომელშიც პალატის ნაცვლად გამოყენებულია სიტყვა – „რაბატასა“ (რაც ქალაქის გარეუბანს ნიშნავს). ფიქრობს, რომ „უჯარმის ვაკესა და ფერდობებზე გაშლილ ჩრდილოეთის ნაწილს“ რაბატი ეწოდებოდა.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი კვალის მიხედვით ჩანს, რომ მდინარის ეს ნაპირი ადრე დასახლებული ყოფილა. გამორიცხული არ არის, რომ იგი ქალაქის ერთერთ გარყუბნადაც ითვლებოდა.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - არჩილ მაისურაძის
გამოყენებული ლიტერატურა - საქართველოს ისტორიისა კულტურის ძეგლთა აღწერილობა