ბორას(ბოძის) საყდარი


galerea



aRwera

ბორას საყდარი მდეობარეოს სოფელ ძეგვში, მდინარე ძეგვისწყლის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ გორაზე. სტილისტური ნიშნებით ტაძარი X-საუკუნით თარიღდება.

ლეგენდის მიხედვით ტაძრის მაშენებლები, სასმელ-საჭმელს დიდ ორმოში ინახავდნენ, ამ ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა, ეს დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, ჩაფრენილა ორმოში და იქვე მომკვდარა. ბორას საყდარს მეორენაირად როგორც ბოძის საყდარს ისე მოიხსენიებენ.

ეკლესია დარბაზული სახისაა, ნაგებია ქვიშაქვის უსწორმასწორო ქვებით, ქვათა წყობა არასტანდარტული ზომების გამო არასიმეტრიულია. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს, რომელიც გარედან არქიტრავულია, ხოლო შიგნიდან თაღოვანი. კარის აღმოსავლეთით ყოფილა სარკმელი, რომელიც ამჟამად ჩამონგრეულია. ნახევწრიული აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამკვეთლო და სადიაკვნეა, ისინი ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება მთავარ დარბაზს. სადიაკვნეს და სამკვეთლოსაც მცირე ზომის ორი პატარა სარკმელი აქვს.  შედარებით დიდი ზომის სარკმელი არის აფსიდის ცენტრალურ ნაწილში. ტაძარი შელესილი და მოხატული ყოფილა. ამჟამად მხატვრობის კვალი შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლშია, რომელიც სავარაუდოდ XI-XII საუკუნით თარიღდება. მხატვრობაზე გაირჩევა ტახტზე მჯდომი მაცხოვრისა და ქერუბიმების  კომპოზიცია.

ამჟამად ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. ჩამონგრეულია ტაძრის სახურავი, დაიზანებულია კედლებიც. ტაძრის მხატვრობა და ტაძარიც შეუქცავადად ზიანდება.