კვირაცხოვლის ეკლესია, დგას სოფელ იდლეთის ცენტრში, ბექობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ტაძარი, განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ მხარე, ღრმადაა მიწაში ჩამჯდარი. ეკლესია დარბაზულია (4.45 მ * 3.85 მ-ზე), ნაგებია დიდი ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორ...