რკონის სამონასტრო კომპლექსი


galerea



aRwera

რკონი (ძვ.სახ.კრკონი) – ნასოფლარი მდებარეობს მდ.თეძამის ზედა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე. XII-XIII სს.-ში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს სამხრეთ საქართველოსთან ჯავახეთთან, თრიალეთთან(მანგლისი, წალკა). Aმან ხელი შეუწყო რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. გარკვეულ როლს რკონის ეკონომიკურ ცხოვრებაში აქ არსებული წიაღისეულის – ფერადი ლითონებისა და ვერცხლის არსებობაც ასრულებდა. 1400წელს თემურ-ლენგის ჯარებმა დაარბიეს სოფელი და ირგვლივ მდებარე ეკლესია-მონასტრები. XVI-XVIII სს.-ში(გვიან ფეოდ.ხანა) რკონი ისევ საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. შემდგომ დროთა განმავლობაში სოფელი დაიცალა. რკონის სამონასტრო კომპლექსი ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერაა გადაკეთებული. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის სამი ფენა: VII ს., XIII-XIV სს.-ის მიჯნა და XVII-XVIII სს.-ის მიჯნა. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. ღვთისმშობლის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და თარიღდება VII ს.-ის II მეოთხედით. მოხატულობა სხვადასხვა დროსაა შესრულებული. ეკლესიის ფასადები გადაკეთებულია. თავდაპირველი ფენა შემორჩენილია აღმ.ფასადზე და დანარჩენი ფასადების ქვედა რიგებში.ყველაზე უკეთ მორთულია აღმ.-ის ფასადი. XIII ს.-ის II ნახ.-ში ეკლესიისთვის დასავლეთის მხრიდან მიუშენებიათ კარიბჭე. დაახლოებით იმავე პერიოდისაა ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებული მცირე ზომის სამლოცველო, რომელიც წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას. სამლოცველოში შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც XII-XIV სს.-ით თარიღდება. ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით დგას ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც მოხატული ყოფილა. იგი XVII-XVIII სს.-ით თარიღდება. ტაძრის მახლობლად XIII-XIV სს.-ის მიჯნაზე აუგიათ სატრაპეზო და ნათლისმცემლის ეკლესია... ნათლისმცემლის ეკლესია დგას ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთით. ეკლესია დარბაზულია. მოგვიანებით დასავლეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ. სამხ.-დას.-ით ორმოციოდე მეტრის მოშორებით დგას ნატეხი ქვით ნაგები კოშკი, რომლის სამი სართულის კედლებია შემორჩენილი რკონის ხიდი მდებარეობს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, იგი გადებულია მდ.თეძამზე. ამ ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს აკავშირებდა თრიალეთთან. ხიდი თარიღდება XII-XIII სს.-ით. თაღის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ-ია, სიგანე კი 2,2 მ. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. ხიდი შემორჩენილია თავდაპირველი სახით. იგი საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ხიდს თამარის ხიდსაც უწოდებენ. რკონის ციხის კომპლექსი დგას მდ.თეძამის ხეობაში, რკონის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად, მიმავალი ბილიკის მარცხენა მხარეს, მდინარის გადაღმა, მაღალი მთის ფერდობზე. იგი თარიღდება XVIII ს.-ის შუა ხანებით. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი და სასახლე. ციხე მეტად რთულრელიეფიან მთაზეა აგებული. ამჟამად საკმაოდ დაზიანებულია. შიგნიდან გალავანი ორიარუსიანია. საბრძოლო ბილიკი ხისა ყოფილა, ზედა იარუსზე სათოფურებია, ქვედა ნაწილი კი ყრუა. ეკლესია, რომელიც ციხის ტერიტორიაზე დგას დარბაზულია და XIII ს.-ით თარიღდება. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომელიც XIII ს.-ის II ნახ.-ისაა. სვიმეონ მესვეტის სავანე მდებარეობს რკონის მონასტრის სამხ.-დას.-ით 400მ-ზე, მთის ფერდობზე, ტყეში. თუ კარგად დავაკვირდებით ქვემოდანაც ჩანს. იქ მოსახვედრად საჭიროა გადავიდეთ რკონის ხიდის საშუალებით მდ.თეძამის მარჯვენა ნაპირზე და ტყეში მიმავალ ბილიკს შევუყვეთ. სვიმეონ მესვეტის სავანე სამსართულიანი ნაგებობაა და თარიღდება გვიან.ფეოდ.ხანით, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამივე სართული შემორჩენილია, თუმცა ძლიარ დაზიანებულია, პირველი სართული თითქმის მიწაშია ჩამჯდარი. ეს სართული სათავსი იყო, მეორე სართული საცხოვრებელი, ხოლო მესამე სართული სამლოცველოს წარმოადგენდა, რომლის კედლები მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა გვიან.ფეოდ. ხანას მიეკუთვნება, ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი.

ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის