იდლეთის კვირაცხოველი
galerea
aRwera
კვირაცხოვლის ეკლესია, დგას სოფელ იდლეთის ცენტრში, ბექობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ტაძარი, განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ მხარე, ღრმადაა მიწაში ჩამჯდარი. ეკლესია დარბაზულია (4.45 მ * 3.85 მ-ზე), ნაგებია დიდი ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო ვიწრო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი ლოდებით, რომლებიც ამავედროულად თაროსებრ ლავგარდანს ქმნიდა. აღმოსავლეთით ლავგარდნის ორიოდე ქვაა შემორჩენილი. დასავლეთ კარის თავზე ჩასმულია რელიეფური ქვაჯვარი, რომლის კიდეებზე ორ სვეტად, სომხური წარწერაა. ეკლესია სომხურია.