კასპის მუნიციპალიტეტის ძეგლები

სამთავისი

სამთავისის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ.სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა მხარეს. (ზღვის დონიდან 680მ.) ისტორიული წყაროების მიხედვით თავდაპირველად აქ ეკლესიის აშენება ვახტანგ გორგასალის სახელს უკავშირდება. V საუკუნეშივე ვახტანგს კიდევ სამი ეკლესია: წილკნის, მეტ...

სხვილოს ციხე-დარბაზი

სხვილოს ციხე გვიანფეოდალური ქართლის ერთერთი მთავარი სიმაგრეთაგანი იყო. ციხე მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალიდან 3-4 კმ-ში. სხვილოს მთა საკმაოდ მაღალია და მიუდგომელია, თუმცა საკმაოდ სტრატეგიული ადგილია აქედან მოჩანს მთელი ლეხურის ხეობა კასპამდე, საკორინთლო და ტირიფონის დიდი ველი...

ფავნისის წმიდა გიორგის ეკლესია

ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს კასპის რაიონის სოფ. გარიყულას მაღალ ბორცვზე, გარეუბნის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X სს-ით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. ტაძარში კედლები შელესილია, გამოირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადრო...

ქვათახევი

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში...

ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას სოფლის ტერიტორიაზე და თარიღდება VIII-IX სს-ით. იგი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და თლილი ქვით. სამი შესასვლელი აქვს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია, სამხრეთისაში კი ორი. შემორჩენილია მოხატულობის რამდენიმე ფრაგმენტი, ასომთავრულ...

ხვითის, ნასოფლარ ბენისის, ეკლესია

ხვითის, ნასოფლარ ბენისის, ეკლესია არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლ ხვითის ჩრდილო დასავლეთით 2-3 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით ძეგლი თარიღდება IX საუკუნით. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვით ნაგები გალავანი. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია (10.25 ...