მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
galerea
aRwera
მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხში, სოფლის ცენტრში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები და სამრეკლო. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, თარიღდება XIII ს.-ით. ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს, სამხ.-დან და დას.-დან. გვიან ფეოდალურ ხანაში აღუდგენიათ ტაძრის გუმბათი, გუმბათის ყელი ზევით შევიწროვებულია, მასში თორმეტი სარკმელია. ტაძრის ოთხივე ფასადზე ერთნაირი დეკორატიული ფორმებია: მოჩარჩოებული სარკმლები და მათში დიდი ჯვარი, მრავლადაა მედალიონებიც. გალავანი ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართულია დიდი ზომის ქვებიც, ასევე გვხვდება აგური და რიყის ქვაც. იგი გვიან ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. სამრეკლო ტაძრის სამხ.-აღმ.-ითაა. იგი XIX ს.-ში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე.
ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის