იდლეთის მიქაელ-გაბრიელის ეკლესია


galerea



aRwera

მიქელ - გაბრიელის ეკლესია, დგას სოფელ იდლეთის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (15.15 მ * 5.8 მ-ზე), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგური და რიყის ქვაც. თავდაპირველად ეკლესია მცირე ზომისა ყოფილა. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია,  ჩრდილოეთ კარი ამოშენებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან საკმაოდ ამაღლებულია და სამსაფეხურიანი კიბე აქვს. საკურთხევლის გვერდებზე ვიწრო სათავსებია. ეკლესიის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული (აღმოსავლეთ პილასტრები უფრო მასიურია). ისრული კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის დანარჩენ სამ კედელშიც თითო სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელთან სანათლავი ნიშია. დასავლეთ ფასადზე, ფრონტონის ქვეშ გამოსახულია პატარა რელიეფური ჯვარი. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით (დაზიანებულია). ფრონტონის კეხზე დგას აგურით ნაგები სამრეკლო ოთხბოძიან თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.