Zeglebis anbanuri saZiebeli


Ziebis Sedegi


ეკლესია "საწყალი" (სოფ. კოშკები) - გორის მუნიციპალიტეტი

ეკლესია საწყალი, დგას სოფელ კოშკებში, შალიკაანთ უბანში, მთის ფერობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7.5 მ * 4.7 მ-ზე), ნაგებია ქვიშაქვით, სარკმლის თავსართები შირიმისაა. აღმოსავლეთის კედელი დაშენებულია კლდეზე. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია....

ეკლესია (ორსართულიანი) - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ეკლესია, არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს უჯარმის ციხე-დარბაზის სამხრეთით დაახლოებით 1,8 კმ-ზე, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირას, ტყიანი მთის ციცაბო კალთაზე. სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია კლდის გამოშვერილ ნაწილზე....

ენი-რაბათი - ახალდაბა - კლარჯეთი

      ახალდაბის ეკლესია მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბულანიკთან. 
      ეკლესიის ისტორია უცნობია, სავარაუდოდ იგი XI საუკუნეშია აგებული. ნაგებობა შედარებით კარგადაა შემორჩენილი, თუმცა მოპირკეთება სანახევროდ შემოძარცვულია. ტაძარი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან....

ერელაანთ საყდარი - ახმეტის მუნიციპალიტეტი

ერელაანთ საყდარი დგას ქალაქ ახმეტის დასავლეთით, ახმეტა თიანეთის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მინდორში. განეკუთვნება V-VI საუკუნეებს. ეკლესია (7მ*6.6მ-ზე) გუმბათოვანია თავისუფალი ჯვრის ტიპისა, ნაგებია რიყის ქვით და უსწორმასწორო კირქვის ფილებით.

ერთაწმინდა - კასპის მუნიციპალიტეტი

ერთაწმინდის წმ.ესტატეს (წმ.ევსტათი) ტაძრის კომპლექსი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში. კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი, სამრეკლო და სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები. სახელწოდება "ერთაწმინდა" დაკავშირებულია წმ.ესტატეს სახელთან. "ესტატე წმინდა" დროთა განმავლობაში....

ვაზისუბნის სანაგირე - გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ვაზისუბნის სანაგირის ღვთისმშობლის ეკლესია, მდებარეობს სოფლის ზემოთ (სამხრეთ-დასავლეთით), ექვსიოდე კმ-ში, წილიანახევის ერთ-ერთ თხემზე, ხშირ ტყეში. ადრე, როგორც ჩანს, აქ მონასტერი ყოფილა, რომელიც აერთიანებდა სამ ეკლესიას – ბაზილიკას, დასავლეთის ორსართულიანი კარიბჭით,....

ვაზისუბნის ტეტრაქონქი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი

მდებარეობს ვაზისუბნის სანაგირის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდე მეტრზე. არქიტექორული თვალსაზრისით, ე. წ. ტეტრაკონქის ტიპის ეკლესიაა.

იგი სავარაუდოდ VI-IX სს. შორის პერიოდითაა დათარიღებული. იგი ნაშენია სხვადასხვა ზომის (ძირითადად....

ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, დგას სოფელ ვაზისუბნის ცენტრში. განეკუთვნება VI საუკუნის II ნახევარს. ეკლესია მოზრდილი სამნავიანი ბაზილიკაა (გარეთა ზომები: სიგრძე– 18.5 მ, სიგანე – 10.8. მ), ნაგებია წესიერი ფორმის საკმაოდ მოზრდილი რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით.....

ვანის ქვაბები - ასპინძის მუნიციპალიტეტი

          გამოქვაბული კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი – ვანის ქვაბები – ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (რაიონულ ცენტრი ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის ზემოთში, მის მარჯვენა....

ვარძია - ასპინძის მუნიციპალიტეტი

          საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალ კლდეში, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი....