ვაზისუბნის ტეტრაქონქი


galerea



aRwera

მდებარეობს ვაზისუბნის სანაგირის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდე მეტრზე. არქიტექორული თვალსაზრისით, ე. წ. ტეტრაკონქის ტიპის ეკლესიაა.

იგი სავარაუდოდ VI-IX სს. შორის პერიოდითაა დათარიღებული. იგი ნაშენია სხვადასხვა ზომის (ძირითადად მოზრდილი) რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. ერთადერთი შესასვლელი (იკითხება ერთი წირთხლი) დასიდანაა, შესაბამისი აფსიდის ღერძზე. ნაგებობის შიდა სივრცეს (ზომები ღერძებზე: – 3,5X35 მ) შეადგენს გუმბათქვეშა კვადრატი და მასთან ოთხივე მხრიდან დაკავშირებული არასრული ნახევარწრის ფორმის აფსიდი, რომელთა გარე მოხაზულობა მათ შიდა მოხაზულობას იმეორებს. აღმოსავლეთ აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული, თხელი ქვის ფილით თარაზულად გადახურული სარკმელი. სარკმლის წირთხლებში შემორჩენილია აგურის ნაშთები, რომელიც სავარაუდოდ გვიანდელია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია რიყის ქვით ნაშენი ტრაპეზი.

ეკლესიის ცენტრალურ. ნაწილში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ღერძზე დამხრობილი, ქვის ორი ფილით გადახურული საფლავია.

ეკლესის სამხრეთით, სამიოდე მეტრზე, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის ნანგრევია, რომლიის გეგმის კონტურის დადგენა არ ხერხდება.

ეკლესია დღეისათვის სრულად აღდგენილია.