ეკლესია "საწყალი" (სოფ. კოშკები)


galerea



aRwera

ეკლესია საწყალი, დგას სოფელ კოშკებში, შალიკაანთ უბანში, მთის ფერობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7.5 მ * 4.7 მ-ზე), ნაგებია ქვიშაქვით, სარკმლის თავსართები შირიმისაა. აღმოსავლეთის კედელი დაშენებულია კლდეზე. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი გამოფიტულია. სამხრეთ - აღმოსავლეთ კუთხეში ბუდიდან დაძრულია საპირე ქვები. ორივე მხრიდან თაღოვანი, ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. ერთი თაღოვანი სარკმელი დარბაზის დასასავლეთ კედელშია, ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა ეყრდნობოდა დასავლეთ კედლის საბჯენ თაღს და გრძივი კედლების შუაში მოთავსებულ იმპოსტებს. იმპოსტები აქვთ საკურთხევლის მხრებსა და დასავლეთის კუთხის პილასტრებსაც. დარბაზი შელესილია. 

 

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ლელა მარგიანის