ენი-რაბათი - ახალდაბა


galerea



aRwera

      ახალდაბის ეკლესია მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ბულანიკთან. 
      ეკლესიის ისტორია უცნობია, სავარაუდოდ იგი XI საუკუნეშია აგებული. ნაგებობა შედარებით კარგადაა შემორჩენილი, თუმცა მოპირკეთება სანახევროდ შემოძარცვულია. ტაძარი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას (16,7X10,7 მ.). თორმეტწახნაგა გუმბათის ყელი მდიდრულადაა შემკული ქვაზე კვეთილობით. ეკლესიას ორი შესავლელი აქვს. ორნამენტებით შემკული ფასადებიდან გამორჩეულია სამხრეთის ფასადის სარკმელების დეკორი. წარწერები და მოხატულობა თითქმის აღარაა შემორჩენილი. 
       XIX საუკუნეში დაფიქსირებულია ეკლესიაზე მიშენებული სათავსები, ხოლო ეკლესიის გარშემო მრავალი საყოფაცხოვრებო ნაგებობა ყოფილა. 
A  ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს, სადაც ტაძარია აშენებული, ენი-რაბათს ანუ ახალ რაბათს უწოდებს.         მკვლევართა ნაწილი წლების განმავლობაში ახალდაბას, შეცდომით, შატბერდად მიიჩნევდა. 

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის