დმანისის მუნიციპალიტეტის ძეგლები

დმანისის სიონი

დმანისის სიონი დმანისის ნაქალაქარი ნაგებობაა, მდებარეობს თბილისიდან 100 კმ. მანძილზე, სამხრეთ-დასავლეთით, კლდოვან კონცხზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების ადგილას.....

კუხის ეკლესია

ღვთისმშობლის („კუხის“) მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი გომარეთის ცენტრში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა.....

ლამაზ საყდარი

ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, (დმანისი)

ლამაზი საყდარი – ლამაზი საყდარი, ანუ, როგორც ე. თაყაიშვილი უწოდებს მას, – ვახუშტი ბატონიშვილის....

ორმაშენის ეკლესია

სოფელ ბახჩალარამდე მისასვლელი გზის აღმოსავლეთით არის სოფელი ორომაშენი, დ. ბერძენიშვილის აზრით ორომაშენი, სადაც ეკლესია დგას, ამ სოფლის ძველი სახელი არ არის. იგი აქ გადმოუტანიათ....

რევაზაშენი

რევაზაშენი – რევაზაშენის ეკლესია მდებარეობს ისტორიულ ზურტაკეტში, სოფელ მამულადან დაბლა, სათიბებისაკენ მიახლოებით 2-3 კილომეტრში. იგი დგას მინდორზე, ხეებით დაბურულ ადგილას, ამიტომ....

რევაზაშენის ღვთისმშობლის ეკლესია

რევაზაშენის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, თარიღდება XI საუკუნით. ნაგებია რუხი ფერის კვადრებით, ეკლესიის შესასვლელთან დევს....

საკირეს წითელი ეკლესია

იმ ეკლესიებიდან, რომლებმაც შემოგვინახეს ადრექრისტიანული ხანის სტელების ნაწილები, მაგრამ თვით ეკლესიები მნიშვნელოვნად გვიანი დროისაა (უმთავრესად შუა საუკუნეებისა), აღსანიშნავია....

საფდერეს ეკლესია

ეკლესიის ზომები დაახლ. 5,5X3,5 მ-ა. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე 2 მ-ს სცდება. კედლის სისქე 60 სმ-ა. შიდა და გარე კედლები ნაგებია მუქი ნაცრისფერი ქვით. პერანგის ქვები მაღალი ოსტატობითაა....

სიხუაანთ საყდარი

„სიხუაანთ საყდარი” მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი გომარეთში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად გათლილი ადგილობრივი ბაზალტის მსგავსი ქვის სწორად....

ქვემო ყარაბულაღის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

ქვემო ყარაბულაღის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დგას სოფლის ნაპირზე მცირე ზომის ბორცვზე. გომარეთელი ქართველები ამ ეკლესიას გაღმა სარკის წმინდა გიორგის უწოდებენ. ეკლესია დარბაზულია....