ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლები

ალავერდი

    კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული“ ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მის...

ალვანის ნათლისმცემელი

ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს სოფელ ზემო ალვანის ჩრდილო აღმოსავლეთით, გორაკზე. არქიტექტურის მონუმენტი თარიღდება VIII-IX  საუკუნეებით, იგი  XVI საუკუნის I ნახევარში საფუძვლიანად შეუკეთებიათ, ამავე პერიოდს განეკუთნება ტაძარში შემორჩენილი ფერწერის ნაშთები. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა...

ალვანის ცხრაკარა

ცხრაკარა სასახლე მდებარეობს სოფელ ზემო ალვანის ჩრდილო აღმოსავლეთით 1.5 კმ - ზე, მახლობელი მთის ერთერთ განშტოებაზე. არქიტექტურული ძეგლი აგებულია ლევან კახთა მეფეს მიერ (1518/20-1574 წწ). სასახლე გეგმით აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია (27 მ * 11.6 მ-ზე), ნაგებია კვად...

ახმეტის ღვთაება

ღვთაების ეკლესია დგას ქალაქი ახმეტის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით სასაფლაოზე. თარიღდება მე-6 საუკუნის მეორე ნახევრით. შენობის გეგმის სწორკუთხედში (სიგრძე 12 მეტრი * სიგანე 12.8 მეტრი) სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ ეკლესიის მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნა...

ახშნის გორიჯვრის ეკლესია

სოფელ ახშნის სამხრეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 700 მეტრის მანძილზე მდებარეობს ახშნის გორიჯვრის ეკლესია. ეს არქიტექტურული კომპლექსი სოფლის მახლობლად მდებარე მთის ერთ-ერთ ტოტზეა განლაგებული და შედგება ეკლესიის, სამლოცველოს, გალავნის და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობისგან.    კომპლე...

გუმბათოვანი ეკლესია

გუმბათოვანი საყდარი დგას სოფელ მატანის  ჩრდილო აღმოსავლეთით 8-9 კმ-ზე, მდინარე კურტანაძეულის ხეობაში. ეს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (მინაშენებიანად 13.8 მ * 8.7 მ-ზე)  თარიღდება მე-9 საუკუნის მეორე ნახევრით და ნაგებია რიყის ქვისა და შირიმის კვადრების გამოყენებით. ტაძარს შესასვლელი ჩრდილ...

ერელაანთ საყდარი

ერელაანთ საყდარი დგას ქალაქ ახმეტის დასავლეთით, ახმეტა თიანეთის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მინდორში. განეკუთვნება V-VI საუკუნეებს. ეკლესია (7მ*6.6მ-ზე) გუმბათოვანია თავისუფალი ჯვრის ტიპისა, ნაგებია რიყის ქვით და უსწორმასწორო კირქვის ფილებით. 1960-იან წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო...

ზემო ხოდაშენის დედათა მონასტერი

ზემო ხოდაშენის დედათა მონასტერი, არქიტექტორული კომპლექსი  მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7-8 კილომეტრში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყეში. კომპლექსში შედის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სასახლე, სატრაპეზო, კოშკი-სამრეკლო, საცხოვრებელი ნაგებობები და მარანი. ...

თეთრი გიორგი

თეთრი გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ აწყურში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სამხრეთით მაღალ გორაზე იგი მე-17 საუკუნეშია აგებული.        აღსანიშნავია მოვლენა, რომელიც იმართებოდა კახეთში - 14 აგვისტოს, აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუ...

კვეტერა

        კვეტერა, ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდებარეობს მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტის რაიონში. კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებუ...