თეთრი გიორგი


galerea



aRwera

თეთრი გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფელ აწყურში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სამხრეთით მაღალ გორაზე იგი მე-17 საუკუნეშია აგებული.
       აღსანიშნავია მოვლენა, რომელიც იმართებოდა კახეთში - 14 აგვისტოს, აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული "ხატის მონები". ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა "ხატის მონა", რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.