ალვანის ცხრაკარა


galerea



aRwera

ცხრაკარა სასახლე მდებარეობს სოფელ ზემო ალვანის ჩრდილო აღმოსავლეთით 1.5 კმ - ზე, მახლობელი მთის ერთერთ განშტოებაზე. არქიტექტურული ძეგლი აგებულია ლევან კახთა მეფეს მიერ (1518/20-1574 წწ).

სასახლე გეგმით აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია (27 მ * 11.6 მ-ზე), ნაგებია კვადრატული აგურით (22 სმ * 22სმ * 5 სმ; 24 სმ * 24 სმ* 5 სმ); კედლების ქვედა ნაწილი და საძირკველი რიყისა და ნატეხი ქვისაა. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია კერძოდ: ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილები (შემორჩენილი სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი) და სახურავი, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აყრილია იატაკი.

სასახლე ერთი ვრცელი დარბაზისაგან შედგება. მის სამხრეთ კედელში, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს, გაჭრილია ექვსი ფართო და მაღალი ისრულთაღოვანი სარკმელი (სიმაღლე - 3 მეტრი, სიგანე - 2.4 მეტრი) რომლებიც იატაკის დონიდან იწყება. ჩრდილოეთ კედელშიც ექვსი სარკმელია, მაგრამ ბევრად უფრო ვიწრო ვიდრე სამხრეთ სარკმლები.  შიგნით მათ სწორკუთხა მოხაზულობა ჰქონიათ (შემორჩენილია ხის გადახურვის კვალი), გარედან კი ისრული თაღით ყოფილან გადახურული. განივი კედლები უსარკმლოა აქ მხოლოდ ორ-ორი განჯინაა.

გარედან სასახლე სრულიად სადაა. სამხრეთ ფასადზე ექვსივე სარკმელი მოქცეულია კედლის შეღრმავებულ არეში. სასახლე საზაფხულო, საზეიმო, სააუდიენციო ნაგებობა ყოფილა.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ