თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ძეგლები

აბელიას სამება

          აბელიას სამება მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ აბელიაში, მდინარე ალგეთის ხეობაში. ტაძარი ძალიან საინტერესოა მის სამხრეთ კარიბჭეზე არსებული საკმაოდ ვრცელი ასომთავრული წარწერიდან გამომდინარე. წარწერიდან შესაძლებელი გახდა ეკლესიის აგების ზუსტი თარიღის...

აზეულას(ქოროღლის) ციხე

      ქოროღლის  ციხესიმაგრე კოჯორში, თბილისიდან სამხრეთით ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აქ  IX საუკუნეში აუგიათ.          გადმოცემის მიხედვით ციხეს უწინ &bdquo...

ამლევის კომპლექსი

ამლევის ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ამლევთან. კომპლექსი აგებული ხელოვნურად მოსწორებულ ადგილას. მოიცავს მთავარ ეკლესიას, გალავანს, საცხოვრებელ სასახლეს, სამრეკლო კოშკს. დასავლეთის კედელზე არსებული მხედრული წარწერის მიხედვით ტაძარი აგებულია 1683 წელს, პაპუნა გოსტაშაბიშვილი...

აძიკვი (გოხნარი)

აძიკვის წმიდა გიორგის ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისიდან სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ბზისწყლის ხეობაში, სოფელ გოხნარის განაპირას. აღნიშნული ხეობა საკმაოდ სტრატეგიულ და განვითარებულ ხეობას წარმოადგენდა, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა ისტორიული, კულტურული თუ სხვა დანიშნულების ...

ახალსოფლის პეტრე-პავლეს ეკლესია

ახალსოფლის (თეთრიწყარო) პეტრე-პავლეს ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 2-3 კმ-ზე, ბზის ხეობის მარცხენა მხარეს ბორცვზე. თარიღდება X-XI სს. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით. ინტერიერში კედლები შემკულია გეომეტრიული მოტივებითა და ცხოველთა გამოსახულებებით. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, ჩანგ...

ახალსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია დგას ახალსოფელში (თეთრიწყარო), წმ. გიორგის ეკლესიიდან დასავლეთით 800 მ-ზე, ნაგებია უხეშად გათლილი ქვებით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილი სარკმლები შემკულია რელიეფური გამოსახულებებითა და გეომეტრიული ორნამენტ...

ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესია

ახალსოფლის (თეთრიწყარო) წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, თარიღდება XI ს-ით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, რომლის თაღოვან გადახურვაში გამოსახულია წმინდანის ფიგურა. ლავგარდანი და სარკმელები ჩუქურთმითაა შემკული. აღმოსავლეთ სარკმელის თავზე გამოსახულია დანიელი ლომებთან. ეს კომპოზიცია გამ...

ბირთვისი

             ბირთვისი მდებაროებს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ალგეთის ხეობაში, სოფელი ტბისის მიმდებარედ. ბირთვისის ციხე არც ერთი ნაგებობაა, არც ნაგებობათა კომპლექსი, იგი ბუნების საოცრებაა, რომელიც ადამიანმა მოხერხებულად გამოიყენა და აუღებე...

გოხნარის ლოდოვანი

გოხნარის ლოდოვანი. გოხნარის ლოდოვანი წარმოადგენს მეგალითურ ნამოსახლარს. ის მდებარეობს სოფ. გოხნარის სამხრეთით 2 კმ-ზე, ბედენის მთის ჩრდილოეთ კალთაზე, რომლის რთულ რელიეფზე ტერასულადაა განლაგებული მეგალითური ნამოსახლარი. პირველი, ქვედა დონე მდებარეობს ნამოსახლარის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში და წარმო...

გუდარეხი

გუდარეხის მონასტერი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროდან 10-იოდე კილომეტრში. კომპლექსი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და მოიცავს რამდენიმე ეკლესიას, გალავანს, სამრეკლოს, სასახლის ნანგრევებს და სხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებს. გუდარეხის კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსა...