ამლევის კომპლექსი


galerea



aRwera

ამლევის ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ამლევთან. კომპლექსი აგებული ხელოვნურად მოსწორებულ ადგილას. მოიცავს მთავარ ეკლესიას, გალავანს, საცხოვრებელ სასახლეს, სამრეკლო კოშკს. დასავლეთის კედელზე არსებული მხედრული წარწერის მიხედვით ტაძარი აგებულია 1683 წელს, პაპუნა გოსტაშაბიშვილის მიერ. მოცულობიდან გამომდინარე კომპლექსი ადგილობრივი ფეოდალის ციხე-დარბაზს წარმოადგენდა. სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი ეკლესია აგებულია ძველი ეკლესიის ადგილზე, ამაზე მეტყველებს მის გარშემო მიმაფანტული ქვები. რაც შეეხება უშუალოდ ეკლესიას იგი ნაგებია სწორად გათლილი მოწითალო-მოყვითალო ალგეთის ქვებით. მხატვრულად არსი გაფორმებული აღმოსავლეთის ფასადი, სადაც გამოსახულია დიდი ჯვარი. აღსანიშნავია სარკმელის გაფორმებაც. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ინტერიერში მხატვრობის კვალი არ შეიმჩნევა. გადახურულია კრამიტით. ტაძარში არის თანადროული ქვის კანკელი.