გოხნარის ლოდოვანი


galerea



aRwera

გოხნარის ლოდოვანი. გოხნარის ლოდოვანი წარმოადგენს მეგალითურ ნამოსახლარს. ის მდებარეობს სოფ. გოხნარის სამხრეთით 2 კმ-ზე, ბედენის მთის ჩრდილოეთ კალთაზე, რომლის რთულ რელიეფზე ტერასულადაა განლაგებული მეგალითური ნამოსახლარი. პირველი, ქვედა დონე მდებარეობს ნამოსახლარის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს მოედანს. დანარჩენ სამ დონეზე განლაგებულია ცილინდრული ფორმის სენაკები, რომლებიც ერთმანეთს გასასვლელებით უკავშირდება. სადგომების გარშემო, სამივე დონეზე განლაგებულია ათამდე სხვადასხვა ზომის დოლმენი. ნაგებობების კედლები 3 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, აგებულია დაუმუშავებელი, დიდი ზომის ანდეზიტ -ბაზალტის ნაცრისფერი ლოდებით. ლ. მელიქსეთ - ბეგის აზრით სადგომები გადახურული უნდა ყოფილიყო ხის ძელებით, ზემოდან დაყრილი მცირე ლოდებით.