ახალსოფლის პეტრე-პავლეს ეკლესია


galerea



aRwera

ახალსოფლის (თეთრიწყარო) პეტრე-პავლეს ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 2-3 კმ-ზე, ბზის ხეობის მარცხენა მხარეს ბორცვზე. თარიღდება X-XI სს. დარბაზული ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით. ინტერიერში კედლები შემკულია გეომეტრიული მოტივებითა და ცხოველთა გამოსახულებებით. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, ჩანგრეულია სახურავი და კამარები. ეკლესიას შემოძარცვული აქვს პერანგი და ითხოვს გადაუდებელ დახმარებას. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საკმაოდ საინტერესოა ტაძრის ინტერიერის გაფორმება. ეს იმ პერიოდიკის და სტილის ტაძრებს მიეკუთვნება, რომელიც მოსახატად არ იყო თავიდანვე განკუთვნილი, ამიტომ ინტერიერის დეკორატიული გაფორმება საკმაოდ წინა ხაზზე იყო წამოწეული.