ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის ეკლესია
galerea
aRwera
ჩაჩუბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დგას სოფლის ტერიტორიაზე და თარიღდება VIII-IX სს-ით. იგი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვითა და თლილი ქვით. სამი შესასვლელი აქვს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია, სამხრეთისაში კი ორი. შემორჩენილია მოხატულობის რამდენიმე ფრაგმენტი, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ირგვლივ წრეებში ჩასმული სამი ტოლმკლავა ჯვარია. XVI-XVII სს-ში ეკლესიისთვის სამი მხრიდან სათავსოები მიუშენებიათ. სამხრეთის მინაშენი - სამნაწილიანი კარიბჭე ყველაზე დიდია. კარიბჭის შუა ნაწილი მაღალია, გვერდითები კი დაბალი და ცალფერდა. ჩრდილოეთ მინაშენი ორნაწილიანია, რომლის აღმოსავლეთ მონაკვეთში გაჭრილია ეკლესიაში გასასვლელი კარი.
ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის