ფავნისის წმიდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს კასპის რაიონის სოფ. გარიყულას მაღალ ბორცვზე, გარეუბნის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X სს-ით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. ტაძარში კედლები შელესილია, გამოირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდ. კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდედიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთ კედლის აღმ. მონაკვეთზე. მოხატულობის მეორე ფენა XII ს-ის II ნახევარს მიეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. შუა რეგისტრში თორმეტი მოციქულის წელზედა გამოსახულებაა. ქვემოთ კი ათი ეკლესიის მამისა და ორი დიაკვნის ფიგურებია. საკურთხევლის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარია, ქვემოთ კი ხატი მანდილისაი. მოხატულობაში მრავლადაა საუფლო დღესასწაულები, წმ. გიორგის ცხოვრების ეპიზოდები და ქტიტორთა პორტრეტები. მხატვრობა წარმოდგენილია ოქროსფერი, ვარდისფერი, მკვეთრი ცისფერი, იისფერი, წითელი და მოწითალო-მოყავისფრო ფერებით... აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ორივე მხარეს წრეში ჩასმულია ორნამენტიანი ჯვრები. სარკმლის ზემოთ, ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია წრე და გველი. ტაძარი გადახურულია კრამიტით. ჩრდილოეთ კედელზე გასამაგრებლად ქვის საკმაოდ განიერი კედელია მიშენებული. სამხრეთ ფასადზე, მთელ სიგრძეზე მიშენებულია დაბალი ეგვტერი, რომლიც ძლიერაა დაზიანებული. აქ შემორჩენილი მოხატულობის ნაშთები კი XVIIIს-ის II ნახევარს მიეკუთვნება.

ინფორმაცია მოამზადა ნიკოლოზ ბერიძემ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის