კახეთი

საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონს – კახეთს - ჩრდილოეთიდან თუშეთი და დიდი კავკასიონის ქედი ესაზღვრება, აღმოსავლეთით და სამხრეთით აზერბაიჯანია, ხოლო მის დასავლეთით ქართლი მდებარეობს. ამ რეგიონს ორი ძირითადი მდინარე ჩამოუდის: ალაზანი აღმოსავლეთ ნაწილში და იორი - დასავლეთში. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს მხარის ფართობი შეადგენს 11.310 კვ.კმ–ს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი — 9: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი; სოფელი — 276. ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ. კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები. კახეთის მხარე სასოფლო–სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ–სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. კახეთი ცნობილია ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით, მათ შორის დავით გარეჯის მონასტრით, რომლის ერთი ნაწილიც მთის შიგნითაა ჩაშენებული და ალავერდის ტაძრით, რომელიც სიმაღლით მეორე ტაძარს წარმოადგენს საქართველოში და რომლის გუმბათიც ორმოცდახუთ მეტრზეა აზიდული. ამ რეგიონში რამდენიმე ეროვნული ნაკრძალი მდებარეობს, რომელთა შორისაც ლაგოდეხის ეროვნული პარკი უპირველესი და უძველესია. კახეთის კიდევ ერთ ძირითად სანახაობას სიღნაღი წარმოადგენს, რომელიც ისტორიული დასახლებაა და დღეისათვის იქ დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს. სულ ახლახან სიღნაღში ისტორიული შენობების, ეკლესიებისა და კულტურული ძეგლების რესტავრაცია განხორციელდა. ამ მომხიბლავ ქალაქში ტურისტების ნაკადი სულ უფრო იზრდება. დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს: