ქვემო ქართლი
ვემო ქართლი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით.
ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.
მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ–ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 497 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 76 კაცს შეადგენს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი — 7: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრი წყარო, მარნეული, წალკა;
დაბა — 6: კაზრეთი, მანგლისი, თამარისი, შაუმიანი, ბედიანი, თრიალეთი;
სოფელი — 338.
ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი უდიდესი სამრეწველო ცენტრია საქართველოში. მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ენერგეტიკა, რადგან აქ მდებარეობს გარდაბნის თბოელექტროსადგური. არის აგრეთვე საშენი მასალების, კვების და მსუბუქი მრეწველობის მცირე საწარმოები. მნიშვნელოვანი საწარმოებია მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ღვინის ქარხანა.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეთამბაქოეობა, ეთერზეთოვანი კულტურების მეურნეობა, სახორცე-სარძევე-სამატყლე მიმართულების მეცხოველეობა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რაიონის ტერიტორიაზე გადის მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე გადის თბილის-ერევნის რკინიგზის ხაზი.
ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: