ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. ნიჩბისი)
galerea
aRwera
ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფ.ქვემო ნიჩბისში, სამხრეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1817 წელს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვით, შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, დასავლეთის კარი ამოქოლილი და შელესილია.
ინტერიერი შელესილია, საკურთხეველს ორივე გვერდზე სამსაფეხურიანი კიბე აქვს. დას. ფასადზე სარკმლის ქვემოთჩასმულია ქვა, რომელზეც მხედრული წარწერაა, რომელიც ამჟამად დაზიანებულია.. ძველი ცნობებით ამ წარწერის თანახმად ეკლესია სომხების აგებულია.
ეკლესიას დასავლეთით სახურავზე ქვის მრგვალ სვეტებიანი სამრეკლო ადგას.