გეთსამანია


galerea



aRwera

    გეთსამანიის ტაძარი დგას მცხეთის დასავლეთ ნაწილში, მცხეთა-თბილისის მაგისტრალის პირას, მარცხენა ნაპირას. იგი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. ნაგებია ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის ნატეხებით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. დროთა განმავლობაში ტაძარი დანგრეულა და ჩვენამდე მხოლოდ აღმოსავლეთის კედელმა მოაღწია. 2007-2008 წლებში ტაძარი სრულად აღდგა და ამჟამად არის მოქმედი.