წეროვნის სამება
galerea
aRwera
წეროვნის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია დგას სოფლის განაპირას გორაზე. ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. იგი შეუკეთებიათ 1946 წელს, ამ დროს აღადგინეს ეკლესიის დაბზარული კამარა. ტაძარი ნაგებია ყორე ქვით, გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძრის ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით.