ქსნის ციხე


galerea



aRwera

       ქსნის ციხე მდებარეობს, სარკინეთის მთაზე, მდინარეების მტკვრისა ქსნის შესართავთან. ეს ადგილი საკმაოდ სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ყოფილა ამიტომაც იგი კარგად იყო გამაგრებული. დღეს არსებულ ნანგრევებში ძირითადად ორი სამშენებლო ფენაა შემორჩენილი. პირველი XVI- საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო მეორე XVIII - საუკუნის მეორე ნახევარს.
       ციხის აგების შესახებ მატიანეში ვკითხულობთ, რომ ციხე აგებულია ქართლის მეფე დავითსა და კახეთის მეფე ავგიორგს შორის ბრძოლების დროს (XVI ს).  სხვადასხვა წყაროებში ციხე მოხსენიებულია მტკვრის ციხედ და მტვრის ციხედ.
       XVI საუკუნეში კახეთის მეფე ავგიორგის ლაშქრობამ ქართლში უკვე  დაპყრობითი ხასიათი მიიღო. ქართლის მეფე დავითის ძმებმა მეფეს ენერგიული მოქმედება და ამ თარეშის აღკვეთა მოსთხოვეს. ბაგრატ ბატონიშვილმა თავის თავზე აიღო წინააღმდეგობის გაწევა, მან საუფლისწულოდ მუხრანი ითხოვა, ასევე მისი დროშის ქვეშ უნდა გამოსულიყვნენ არაგვისა და ქსნის ერისთავები თავიანთი ლაშქრებით. ბაგრატს ეს თხოვნა აუსრულეს და მან ააშენა სარკინეთის მთაზე მტკვრის ციხე.
       ციხის აგების ზუსტი თარიღი არსადაა ცნობილი თუმცა დაახლობით დგინდება ეს თარიღი ისტორიული ფაქტებით. როცა კახეთის მეფე ავგიორგის ციხის აგება გაუგია მაშინვე წამოსულა ლაშქრით და ციხე ალყაში მოუქცევია, მაგრამ ციხეს ვერაფერი დააკლო და უკან დაბრუნდა. მალევე იგი კვლავ შემოსევია ქართლს და მცირე სპით სანადიროდ ყოფილა გამოსული, ამით უსარგებლია ბაგრატ ბატონიშვილს შეუპყრია ავ-გიორგი და მისი მხებლები. იგი მტკვრის ციხეში გამოუმწყვდევია და მოუხვრჩიათ. ეს მოხდა 1513 წელს. აქედან გამომდინარე ციხის აგების თარიღად შეგვიძლია ვივარაუდოთ 1512 – 1513 წლები.
       ბაგრატ ბატონიშვილის მიერ აგებული ციხე საკმაოდ კარგი ნაგებობა ყოფილა, ამაზე მტყველებს ის ფაქტი, რომ ციხემ ხანგრძლივ ალყას გაუძლო. ამას ხელი შეუწყო იმას რომ, ციხეში იყო საკმაო სურსათ სანოვაგე. ამას ადასტურებს შემდეგი ცნობაც, რომ ალყის დროს ავგიორგის ბაგრატისთვის, დაცინვით, ლიტრა ღვინო გაუგზავნია და შეუთვლია: მეფის ძე ხარ, რამდენი ხანია ღვინო გემოთიც არ გინახავსო და გასინჯეო. ბაგრატს ჭაში ყოლია ცოცხალი ორაგული და ამის საპასუხოდ გაუგზავნია და შეუთვლია სამი თვეა ქსანზე დგხარა და ცოცხალი ორაგული არ გექნებაო ნაჭამი. ამის შემდეგ დარწმუნდა ავგიორგი, რომ ციხე საკმაოდ გამაგრებული ყოფილა, მას არც სასმელი წყალი აკლდა, არც სურსათ-სანოვაგე და ალყა მოუხსნია.
      ციხეს მრავალა ბრძოლა გადაუტანია. XVIII საუკუნისათვის  იგი ისე იყო დაზიანებული, რომ საბრძოლველად აღარ ვარგოდა. მის ნანგრევებზე თითქმის ხელახლა აუგია ციხე სახლთუხუცესს მუხრანბატონ კონსტანტინეს. ამაზე იუწყება სამშენებლო წარწერა, საიდანაც ირკვევა ამშენებლის ვინაობა და აშენების წელი 1746. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ კონსტანტინეს ციხისათვის ახალი სახელი შეურქმევია -  კონსტანტინლაბათი.
     ციხეს მხოლოდ ორი კოშკი ჰქონია. ერთი, წრიული გეგმის, ჩრდილო-აღმოსაველით, მეორე  სწორკუთხა - ჩრდილო-დასავლეთით. თავდაპირველი ფორმა ორივე კოშკს დაკარგული აქვს. ცილინდრული კოშკის სიმაღლე 4 მეტრამდეა.
      ციხის მეორედ აგებისას გალავანს აუცილებლად  დასჭირდებოდა გამაგრება. რისთვისაც აღმოსავლეთით და სამხრეთით დამატებითი კედლები ამოუყვანიათ. ამიტომ ძველი კედლები გარედან აღარ ჩანს. ამ კედლებში ყველგან სათოფე სალოდებია მოწყობილი.
      კონსტანტინე სახლთუხუცესს ციხეზე საკმაო დიდი სამუშაოები ჩაუტარებია და ციხის ფორმა შეუცვლია. გალავნის გამაგრების გარდა მას აუშენებია ოთხი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკები. ამ კოშკებს როგორც საბრძოლო ისე საცხოვრბეელი ფუნქციები ჰქონია.
      ციხის ყველაზე რთული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კოშკია. იგი ექვს სართულიანია. მის ძირში არის დაახლოებით  30 კუბმეტრი ტევადობის წყალსაცავი.  ციხეს ჰქონია წყალსაცავიც, რომელიც საკმაოდ შორი მანძილიდან ყიფილა გამოყვანილი. წყალსაცვის დონეზეა მარანიაც, სადაც 15-მდე ქვევრი ყოფილა.
       ციხის თავდაპირველი კედლები რიყის ქვითაა ნაგები, ხოლო მეორე ფენა უდაოდ ხუროთმოძღვრის მიერაა გემოვნებით აგებული.