მცხეთის აკლდამა


galerea



aRwera

          მცხეთის აკლდამა მდებარეობს რკინიგზის სადგურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 300 -იოდე მეტრის მანძილზე, ლიანდაგის გადაღმა. იგი გაითხარა 1951 წელს, ეს აკლდამა წამოადგენს საკმაოდ იშვიათ არქეოლოგიურ ნიმუშს. იგი ჩვენი წელთაღრიცხვის I - საუკუნეში ჩაუდგავთ, საგანგებოდ ამოჭრილ სწორკუთხოვან ჭრილში. ( ფართობია 50 კვ.მ; ხოლო სიღრმე 1,6-2 მ.)  თხრილი შემოზღუდულია ქვა ტალახით ნაშენი და თიხით ნალესი კედდლებით. აკლდამას უკავია დაახლოებით 20 კვ. მ. დანარჩენი კი „ეზოს“ წარმოადგენს. იგი სწორკუთხოვანია, მისი სიგრძე 2,33-2,37 მ-ს უდრის, ხოლო სიგანე 1,75-1,80 მ-ს. სიმაღლე კი 1,90 მ-ია. აკლდამას კარები აღმოსავლეთ მხარეს აქვს, იგი დაკრძალვის შემდეგ საიმედოდ ამოუქოლავთ. ნაგებობა ამოყვანილია ქვიშაქვის ნატეხებით. იატაკად დაუგიათ სხვადასხვა ზომის სწორკუთოვანი ფილაქვები. სახურავად გამოყენებულია ღარისებრი კრამიტი. აკლდამა თავის დროზე მიწით ყოფილა დაფარული. იგი გაძარცვული აღმოჩნდა, მაგრამ მძარცვლებს მაინც ბევრი რამ დარჩენიათ წასაღები: ოქროს  მოთვალული აბზინდა, მრავალი მძივი, მძივსაკიდი და კილიტა. პატიოსანი თვლები, ვერცხლის საგანთა ნატეხები, ფერადი მინის ლამბაქები, ყელიანი ჭურჭლები, ბრინაჯაოს ქანდაკება(სალამურის დამკვრელი ყმაწვილი), ასევე აღმოჩნდა ვერცხლის და ოქროს ფულიც. აკლდამაში აღმოჩნდა მცირეწლოვანი ბავშვის და ქალის ძვლები, სავარაუდოა, რომ აქ დაკრძალული იყო დედაშვილი, რომლებიც ეკუთვნოდნენ ქართლის მმართველ წრეებს.