კიკოლაანთ საყდარი (ქვ.ნიჩბისი)


galerea



aRwera

          კიკოლაანთ საყდარი სოფ. ქვემო ნიჩბისის განაპირას, სამხრეთით, მთის ფერდობზე.. (წმ.ნიკოლოზის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მარცხენა მხარეს) საყდარი თარიღდება X ს.-ით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვით, წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის თავზე დატანებულია დიდი ზომის ქვა. ჩრდილოეთის სარკმელთან ნუსხური ქარაგმებიანი წარწერაა – "ქრისტე შეიწყალე გიორგი". ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა, კვალი შემორჩენილია სარკმლის გადამხურავ ფილაზე. ეკლესიის დას. და ჩრდ. ფასადებზე სარკმლის თაღები ერთ ქვაშია ამოკვეთილი...