ჯვრის ამაღლების ეკლესია


galerea



aRwera

          ჯვრის ამაღლების ეკლესია მდებარეობს შიომღვიმის  მონასტრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის წვერზე. იგი აგებულია XII საუკუნეში და მთლიანად აგურისაა, დარბაზული ტიპის. XVII საუკუნეში ეკლესიაზე სამხრეთით მიშენდა ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციებს ასრულებს. თავდაპირველად ტაძარს ორი შესასვლელი ჰქონდა, სამხრეთისა და დასავლეთისა, ეს უკანასკნელი მოგვიანო ხანაში ამოუქოლავთ.
        ტაძარი XIII საუკუნეში მოუხატავთ, თუმცა აფსიდში და სახმრეთის კედელზე უფრო ადრინდელი მოხატულობის კვალიც ჩანს. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში 12 მოციქულის ნახევარფიგურებია ( ეს რეგისტრი გადადის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე), მესამე რიგში გამოსახულია ეკლესიის 8 მამა. აღმოსავლეთის სარკმლის ქვემოთ - ხატი მანდილისაი, სარკმელში ორი დიაკვნის ფიგურაა. სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებზე გამოსახულია ახალი აღთქმის სცენები: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარტყვევნა, ამაღლება და სულწმინდის მოფენა. ასევე გვხვდება ცალკეულ წმინდანთა ფიგურები.
        ეკლესია რამდენჯერმე მოიხატა. დღეისათვის არსებული მხატვრობა XII საუკუნის ხანას განეკუთვნება. იგი უძველესია შიომღვიმის მონასტერში შემორჩენილ მოხატულობათა შორის.