ხევის სიონი
galerea
aRwera
„ხევის სიონი“ მდებარეობს ყაზბეგის მუნიპალიტეტში სოფელ სიონში. ეს ტაძარი IX—X საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს მიეკუთვნება. არქიტექტორულად სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრატებით. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.