ავენისი


galerea



aRwera

        ავენისის კომპლექსი მდებარეობს, ანანურის კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს, სოფ ავენისში, მდინარე ავენისისწყლის ხეობაში, მარჯვენა ნაპირას, კომპლექსის ძირითადი ნაგებობაა ბაზილიკური ეკლესია, რომელიც გალავნის სიღრმეში დგას და ხეობას გადმოჰყურებს. ეკლესია ნაგებია უხეშად თლილი მონცრისფრო ქვის ფილებით. ეს წყობის ყაიდა ზუსტად ადგილობრივია.  კომპლექსი თავისი არქიტექტურიდან გამომდინარე შესაძლებელია მივაკუთნოთ IX-X საუკუნეებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ტაძარს არ გააჩნია არანაირი მორთულობა, სავარაუდოა რომ იგი აგებულია VIII-IX საუკუნეებში.
       გარდა ეკლესიისა კომპლექსში შედის სხვადასხვა ნაგებობები: სატრაპეზო, საცხოვრებელი სახლი, მარანი.
       კომპლექსის ტერიტორია მიწით ყოფილა დაფარული, იგი  1970 - იანი წლების არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად გაითხარა და შესწავლილ იქნა. გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალები ძირითადად გვიანი შუა საუკუნებისაა, ასევე აღმოჩენილია მოჭიქული კერამიკის ნიმუშებიც, რომლებიც XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება.
        ეკლესიის სამხრეთით აღმოჩენილია ჯგუფური სამარხი, რომელიც არქეოლოგთა ვარაუდით ხევისთავის, ან რომელიმე ფეოდალის ოჯახს უნდა ეკუთვნოდეს, არსებობს მოსაზრება რომ აქ ყოფილიყო რომელიმე ფეოდალის რეზიდენციაც.