კომანი


galerea



aRwera

       კომანი აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. სოხუმიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ჩრდილოეთით მდინარე გუმისთა ჩაუდის. ირგვლივ კი მთები აკრავს. აქ აწამეს წმიდა მოწამე ვასილისკო. წმიდანის წამების ადგილზე დღესაც მოდის სასწაულმოქმედი წყარო. აქ მიაბარა სული უფალს გადასახლებაში მყოფმა კონსტანტინოპოლის დიდმა მღვდელმთავარმა წმიდა იოანე ოქროპირმა. აქ მიუვალ მთებში მესამედ გადამალეს პატიოსანი თავი წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. კომანი წმიდა ადგილია. 

კომანის ეკლესიის თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება XI საუკუნით. ტაძრის ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ქვის ნაგებობას, რომელსაც რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა.

XIX საუკუნეში ტაძარი აღადგინეს და იგი ფუნქციონირებდა, როგორც მონასტერი. საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების წლებში კომანის ტაძარი, ბუნებრივია, არ მოქმედებდა. XX საუკუნის 90-იან წლებში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, კეთილმოაწყო და აქ დედათა მონასტერი დაარსა აფხაზმა მამულიშვილმა იური ანუამ, რომელიც ტაძრის ქართველ წინამძღვართან - მამა ანდრია ყურაშვილთან ერთად რუსეთ - საქართველოს შორის 1993 წლის საომარი მოქმედებებისას დახვრიტეს.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, ტაძარს აღენიშნება ბზარები. კომანის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.