მოქვის ტაძარი


galerea



aRwera

     მოქვის ტაძარი ხუროთმოძღვრების ძეგლი - საკათედრო ტაძარი, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში ოჩამჩირის რაიონში. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967). ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არა აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.

 

ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ