ანაკოფია


galerea



aRwera

       ანაკოფიის ციხე - სიმაგრე ქვის გალავნით შეკრულ შეუვალ თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. დღემდე შემორჩენილია ციხის გრანდიოზული კედლები სამეთვალყურეო კოშკებით, საალყო აუზითა და კირის გამოსახდელი ღუმელით. ქართველი მემატიანის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით: ,,ზღვის კიდეზე არს ქალაქი ანაკოფია. . . იყო ქალაქი კეთილი შუენიერი ზღვასა ზედა აშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან განდიდებული”.

ანაკოფია ანუ ფსირცხა, "მატიანე ქართლისაის" სიტყვით - "თავადი ციხეთა აფხაზეთისათა", მდებარეობს ახალი ათონის ტერიტორიაზე. VII-VIII სს-ში იგი აბაზგთა საერისთაოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ჩვენს წყაროებში (იგივე "მატიანე ქართლისაიში") პირველად იხსენიება VIII ს-ის ამბებთან დაკავშირებით, როცა მისი აღება ამაოდ სცადა მურვან-ყრუმ. VIII ს-ის დასასრულიდან, როდესაც აფხაზთა სამეფო შეიქმნა, ანაკოფია მისი მთავარი ქალაქი გახდა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს არც მას შემდეგ, რაც სამეფოს დედაქალაქმა ქუთაისში გადაინაცვლა.

საქართველოს გაერთიანების შემდეგ ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ქვეყნის ერთ - ერთ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც რამდენიმეჯერ განახლდა ხელისუფლების მიერ და აქ სამეფო ჯარი იდგა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს იცავდა. ანაკოფიის ციხე-სიმაგრის გათხრების დროს აღმოჩდა საქართველოს მეფის გიორგი II- ის (1072-1089) მონეტა წარწერით: «ქრისტე! ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და კეისარი»,  როგორც ჩანს გიორგი II- ის დროს ანაკოფიის ციხე სიმაგრემ საფუძვლიანი განახლება განიცადა. XV საუკუნის მიწურულს საქართველოს სახელმწიფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ანაკოფია ამიერიდან ჯერ აფხაზთა ერისთავების, ხოლო მოგვიანებით აფხაზთა მთავრების რეზიდენციას წარმოადგენდ
       ძველი ანაკოფიის ციტადელი (IV-V სს.) ივერიის მთის თხემზე მდებარეობს. ანაკოფიის ციტადელის შუაში ჩრდილოეთის კედელთან დგას ანაკოფიის დარბაზული ტიპის ეკლესია. თავის დროზე იგი ა. ბაშკიროვის მიერ იყო აღწერილი და გამოკვლეული და VIII ს-მდე დროით დათარიღდებული. ტაძარს არაერთი გადაკეთების კვალი ეტყობა. პირვანდელი სახით მხოლოდ საკურთხევლის ნაწილია შემორჩენილი (ნახევარწრიული აფსიდა). იგი კირქვისგან არის ნაგები, რომელსაც ბრტყელი აგურის რიგები დაჰყვება (М. Трапш). სწორედ ამ ეკლესიას უკავშირდება ანაკოფიის რელიეფები ადრექრისტიანული სიუჟეტებით.
       1957 წ. 13 კოშკის ჩრდილოეთით გაითხარა კიდევ ერთი დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით. აქვე აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეთა ხანის რვა ქრისტიანული სამარხი. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილი იყო: ზარაკის მაგვარი საკიდებით, ბრინჯაოს სარკით, სფერული ფორმის ბრინჯაოს და პასტის თვალა მძივებით, ბრინჯაოს სამაჯურით და რკინის დანებით. ტაძარში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა სხვადასხვა დროინდელია. ესაა ძირითადად კერამიკის, კრამიტისა და მინის ჭურჭლის ფრაგმენტები (VII-XII სს.). მათ შორისაა კერამიკის ფრაგმენტი, რომელზედაც დამღით ჯვარია დატანილი (М. Трапш). ანაკოფიის ციხეში გამოვლენილი ეკლესიები არქეოლოგიურ მონაცემებზე და ციტადელის თარიღზე დაყრდნობით ადრექრისტიანული ხანით უნდა დათარიღდეს, ამის სასარგებლოდ მეტყველებს შემორჩენილი ხუროთმოძღვრული დეტალებიც.

                                    
 

 


 

ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ