ხაშუფსე
galerea
aRwera
ხაშუფსე მდებარეობს ზღვის სანაპიროდან 30 კმ მანძილზე ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაგრის რ-ნში, მდ. ხაშუფსეს ხეობაში. 1967 წელს მდ. ხაშუფსეს, აჩმარდისა და ლაფსთის ხეობაში დაზვერვითი სახის სამუშაოების დროს (ს. შამბა) გამოვლინდა ადრე შუა საუკუნეთა ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები.
ხაშუფსეს ციხეში, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს, გამოვლენილია VI ს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით, რომელსაც შიგნიდან ნალისებური ფორმა აქვს, დასავლეთით ეკვრის ნართექსი. თავად ხაშუფსეს ციხე, ისევე როგორც ეკლესია, არქეოლოგიურად შესწავლილი არაა. ციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ მანძილზე მდებარეობს ხაშუფსეს გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, რომელიც 3 ჰა ფართობზე ვრცელდება. აქ გამოვლინდა დიდი ოდენობით გვიანანტიკური ხანის კერამიკის ფრაგმენტები და რკინის შუბის პირები, რომელიც პირდაპირ ანალოგს პოულობს ამავე პერიოდის წებელდის სამაროვნის მასალასთან.
ხაშუფსეს ხეობის ძეგლები შეიძლება იმის მაუწყებელი იყოს, რომ აფხაზეთი ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიას არა მხოლოდ კოდორის ხეობით და ქლუხორის უღელტეხილით უკავშირდებოდა, არამედ მისგან ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხაშუფსეს ხეობითაც.
ინფორმაცია მოამზადა გოგა კირთაძემ