ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე


galerea



aRwera

          ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს სოფელ ხაშმთან, მდინარე ლაფიანხევის ხეობაში. იგი XIV-XV საუკუნეებს მიეკუთვნება. არქიტექტურულად დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას გარს უვლის გალავანი. შესასვლელი გალავანში ჩაშენებული კოშკიდანაა, აღსანიშნავია ასევე ამ კოშკის არქიტექტურაც. გარდა ამისა შემორჩენილია სხვადასხვა ნანგრევები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოდესღაც აქ სამონასტრო ცხოვრება ყოფილა.                         

        გადმოცემის თანახმად წმიდა ნინოს პირველი ნათლობა კახეთში, სწორედ ლაფიანხევში ჩაუტარებია. მართლაც ყოველ ზაფხულს ამ ხევში მხოლოდ ერთი თვე მოედინება „ღვთის წყალი“ (ასე ეძახიან მას სოფელში), როგორც დიდი მდინარე და ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ ამ მდინარეში ჩაუტარებია წმიდა ნინოს ნათლობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ადგილას გადიოდა ძველი საქარავნო გზაც.