საყდრიონის წმიდა გიორგის ეკლესია
galerea
aRwera
საყდრიონის წმიდა გიორგის ეკლესია მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყდრიონში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, დათარიღებულია VIII-IX საუკუნებით, სამხრეთით მთელ სიგრძეზე თანადროული ეგვტერი აქვს მიშენებული, ხოლო სამრეკლო მოგვიანებით XVI-XVII საუკუნეებში მიუშენებიათ. ეკლესია ნაგებია ძირითადად რიყის ქვით, თუმცა ზოგან გამოყენებულია ნატეხი ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდან ეგვტერის გაჭრილი კარით არის შესაძლებელი.
სამრეკლო ორსართულიანია, პირველ სართულის სამხრეთ მხარეს ფართო შესასვლელია, დანარჩენი ღიობები ამოშენებულია. სამრეკლოს მეორე სართული თოთხმეტ წახნაგოვანი ფანჩატურია. ნაგებია მთლიანად აგურით.
საყდრიონის ეკლესია მრავალჯერ არის გადაკეთებული და სახეცვლილი. ბოლოს რესტავრაცია ჩაუტარდა მე-20 საუკუნის 80- წლებში.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის