სამღერეთის საბერო


galerea



aRwera

             საბეროს მონასტერი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამღერეთის სამხრეთით, მდინარე ტორნესა და ხრამის შესართავთან. სტილისტურად საბეროს მონასტერი  XIII საუკუნეს მიეკუთვნება. ისტორიულ წყაროებში საბეროს მონასტრის შესახებ ინფორმაცია ფაქტიურად არ მოიპოვება.

               კომპლექსის მთავარი ნაგებობაა დარბაზული ტიპის ტაძარი. ტაძრის გარდა მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია გალავნის, სატრაპეზოს, საცხოვრებელი სენაკების კვალი. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, ამავე მხრიდან აქვს მინაშენი. ეკლესიის ფასადები საკმაოდ ძვირფასადაა გაფორმებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთის კარიბჭის მხატვრული გაფორმება. ეკლესიის ინტერიერში ამჟამად კედლის მხატვრობის კვალი არ შეიმჩნევა. საერთო ჯამში საბეროს ნამონასტრალი საკმაოდ მასშტაბურად გამოიყურება, რაც იმ პერიოდისათვის მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. დღეისათვის კომპლექსი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ჩამონგრეულია ტაძრის კამარები, დანგრეულია სატრაპეზო. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი მაღალი არქიტექტორული თუ კულტურული დონის ძეგლი დღევანდელ დღეს ფაქტიურად ნადგურდება.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის