”მონასტერი” (ბედიანი)
galerea
aRwera
სოფელი ბედიანი მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში. აღნიშნული დასახლება ახალი გაშენებულია, იგი ხრამჰესის აშენების შემდეგ გაშენდა, თავდაპირველად მას ხრამჰესი 2 ერქვა, ხოლო მოგვიანებით დაერქვა ბედიანი. რაც შეეხება ბედიანის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას იგი წყაროებში როგორც ”მონასტერი” ასე მოიხსენიება. სტილისტურად ”მონასტერი” სამნავიანი ბაზილიკაა, შუა გამორჩეული, შედარებით მაღალი და დანარჩენ ორთან განიერი ნავით. სამხრეთით და ჩრდილოეთით არსებული ნავები დამოუკიდებელია, ტაძრის საერთო შიდა სივრცე ერთმანეთს, მხოლოდ კარებებით უკავშირდება. ეკლესიას შესასვლელი მხოლოდ სამხრეთის მხრიდან აქვს. ცენტრალური ნავი აფსიდიანია, ხოლო დანარჩენი ორი უაფსიდო. დასავლეთის მხრიდან არ აქვს ტრადიციული ნავებში გასასვლელი დერეფანი. ცენტრალური ნავის გადახურვა ორფერდაა, ხოლო გვერდითი ნავების ერთფერდა, თავდაპირველად ქვის ლორფინით იყო გადახურული ტაძარი, შემდგომ რესტავრაციის შემდეგ თუნუქით გადაიხურა. ეკლესია ნაგებია ალგეთის თლილი ქვით.
რაც შეეხება ინტერიერს, იგი სავარაუდოდ მთლიანად შელესილი იქნებოდა, მხატვრობის კვალი არ ჩანს. კამარები ყველგან აგურისაა, თუმცა საყრდენი თაღები და ბოძები ტრადიციულად ქვისაა. რაც შეეხება ეკლესიის აგების თარიღს ერთი შეხედვით იგი შეიძლება დათარიღდეს XIV-XV საუკუნეებით.
სამხრეთის მინაშენში ექვთიმე თაყაიშვილს უნახავს წარწერიანი ქვა, რომელიც სავარაუდოდ კარიბჭის ბალავრის ქვა უნდა ყოფილიყო. წარწერა სავარაუდოდ ბერძნული უნდა იყოს. მისი შინაარსის დადგენა შეუძლებელია.
ამჟამად მოქმედებს ბედიანის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა სტავროპიგიალური მონასტერი.