მუშევანი


galerea



aRwera

      მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში. სოფელი როგორც იქ არსებული ნაგებობიდან ირკვევა საკმაოდ ძლიერი ქართული დასახლება უნდა ყოფილიყო. ამჟამად სოფელში ცხოვრობს აზერბაიჯანული მოსახლეობა. 
    რაც შეეხება ეკლესიას, იგი სოფლის ცენტრში, კლდის გორაკზე მდებარეობს. ტაძრის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია სამწუხაროდ არ მოიპოვება. ამჟამად იგი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ჩანგრეულია ტაძრის კამარები, სახურავი, შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი და აღმოსავლეთის კედლის ნაწილი. არქიტექტორულად მუშევანის ეკლესია დარბაზული ტიპისა, სწორკუთხა ნაგებობაა. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ქვა. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შესასვლელი მხოლოდ სამხრეთის მხრიდან აქვს. ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია გარკვეული წარწერები, თუმცა ისინიც საკმაოდ დაზიანებულია და ტაძრის აგების შესახებ ინფორმაციას არ გვაძლევს. ეკლესიის დეკორატიული მოტივების, მხატვრული გაფორმებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იგი X-საუკუნის ბოლოს, ან XI-საუკუნის დასაწყისშია აგებული. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამჟამად ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა ნანგრევებში დაკვირვებიდან გამომდინარე ჩანს, რომ საკმაოდ მოხდენილად იყო გაფორმებული. ძალიან საინტერესოა სამხრეთის კარიბჭე, სამწუხაროდ აღარც ის არის თავის ადგილზე. დეკორატიულად იყო გაფორმებული კარიბჭის თაღედი. კარების ზედა ქვაზე შეიმჩნევა ასომთავრული წარწერის კვალი, რომელიც ფაქტიურად აღარ იკითხება. ეკლესიაზე შეიმჩნევა მოგვიანებით შეკეთების კვალი. სავარაუდოდ მაშინ მოხდა მისი შიგნიდან შელესვაც. მხატვრობის კვალი არ შეიმჩნევა. საერთო ჯამში მუშევანის ეკლესია თავისი დეკორატიული მორთულობით, როგორც ფასადებზე ისე ინტერიერში საკმაოდ მოხდენილია და მიმზიდველი. ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა მისი დღევანდელი მდგომარეობა...
 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის